თეთრი სახლი: ტრამპმა იცოდა, რომ ფლინი რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრის დეტალებს მალავდა
მსოფლიო - 11:00, 15 Feb, 2017     2567
თეთრი სახლის პრესსპიკერის შონ სპაისერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმაციას ფლობდა, რომ მისმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სრული სიმართლე არ განუცხადა მისი და აშშ-ში რუსეთის ელჩის კონტაქტების შესახებ.


მისი თქმით, ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს , ტრამპმა იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ფლინი მალავდა რამდენიმე სატელეფონო საუბრის დეტალს, რომელიც დეკემბერში, ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, რუსეთის ფედერაციის ელჩთან სერგეი კისლიაკთან შედგა.

სპაისერის განცხადებით, ფლინმა თანამდებობა მაშინ დატოვა, როდესაც ეს მისადმი „ნდობის დაკარგვის გამო“ ტრამპმა მოითხოვა.

შეგახსენებთ, 13 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ ფლინითანამდებინიდან გადადგა. საქმე ეხება მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომლის მიხედვითაც, ფლინი ტრამპის პრეზიდენტობამდე, რუსეთის ფედერაციის ელჩს ესაუბრა და გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა, ობამას მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიეღო, თუმცა მას მომავალი პრეზიდენტი გააუქმებდა.

რუსეთის ელჩთან განხორციელებული ზარებით, ფლინს 1798 წელს მიღებული აქტის დარღვევას ედავებიან, რომლის თანახმადაც ამერიკის მოქალაქეებს , მათ ვისაც სათანადო უფლებამოსილება არ აქვთ მინიჭებული, ეკრძალებთ იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა, რომელებიც პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდიან.

თავად მაიკლ ფლინის განცხადებით, კისლიაკთან საუბრისას მას „ხაზი არ გადაუკვეთავს.“

თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, Daily Caller -თან ინტერვიუში ფლინმა განაცხადა, რომ მას სანქციების საკითხები არ განუხილავს, არამედ ბარაკ ობამას მიერ აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ისაუბრა, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით კიბერშეტევაში დაადანაშაულა.

„მე ვთქვი: ვიცი, რაც მოხდა. ჩვენ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გადავხდედავთ. მე არასოდეს მითქვამს - ჩვენ გადავხედავთ სანქციებს. მსგავსი არაფერი ყოფილა“ - განაცხადა ფლინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42