The National Interest : ,,აფხაზეთი – კომფორტული კონფლიქტური ზონა"
საზოგადოება - 13:23, 29 May, 2013     445



"აფხაზეთი მოწესრიგებულად გამოიყურება. სოხუმში ახალშეკეთებულ გზებს მივუყვები, მთელი ქალაქის გარშემო მშენებლობები მიმდინარეობს, მაღაზიები ღიაა, ქუჩებს სარეკლამო სტენდები ამშვენებს. სანაპიროზე კი რუსი ტურისტები გაზაფხულის მშვენიერი ამინდით ტკბებიან.

 

ქალაქის ცენტრში კვლავაც რჩება 1992-93 წლებში, საქართველო-აფხაზეთს ომის შემდეგ, გაპარტახებული საბჭოთა ეპოქის პარლამენტის შენობა.

 

აფხაზი ხალხი ამჟამინდელი სიტუაციით თავს კომფორტულად გრძნობს. 2011 წლის არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გამარჯვების შემდეგ, აფხაზეთი უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს იმ დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ თბილისს. აფხაზეთის ხელისუფლებამ კი დაიმუქრა, რომ იმ უცხოეულ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებენ, ტერიტორიაზე შესვლის უფლებას შეუჩერებდა", - წერს სტატიის ავტორი.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად მუქარისა, ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატს ჯერაც უშვებენ აფხაზეთში, მაგრამ მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი კი აფხაზეთის მთავრობის ასეთ მიდგომას "თვითიზოლაციას" უწოდებს. თუმცა, სტატიის ავტორი ამბობს, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ამ მოსაზრებას უარყოფს.

 

"როგორ შეგიძლიათ უწოდოთ ჩაკეტილი ქვეყანას, რომელსაც გასულ წელს შვიდ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა?", - აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ რუსი ტურისტების გარდა, ქვეყანას სხვა ვიზიტორებიც ჰყავდა.

 

თომას დე ვაალთან საუბრისას აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთი არ არის ოკუპირებული ტერიტორია და იქ ვერც ერთ ოკუპანტს ვერ შენიშნავთ.

 

"უნდა აღვნიშნო, რომ რუსი ჯარისკაცები, რომელიც აფხაზეთში 3 დღის განმავლობაში შემხვდნენ, მხოლოდ საზღვრის გადაკვეთისას ვნახე. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, რუსული კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე მსუბუქად, მაგრამ მაინც არსებობს", - წერს "კარნეგის ცენტრის" ექსპერტი.

 

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკურ დომინანტობაზე არავინ დავობს. გზების, სკოლების, სამთავრობო შენობებისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსება სწორედ რუსული ფონდებიდან ხდება. გარდა ამისა, აფხაზ პენსიონერებს პენსიას რუსეთი უხდის.

 

როგორც თომას დე ვაალი წერს, აფხაზეთში მწვავე დებატები მიდის იმ საკითხზე, უნდა გაიცეს თუ არა გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე აფხაზური პასპორტები.

 

"იმის განხილვასაც მოვკარი ყური, იქნება თუ არა საქართველოსთვის მომგებიანი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, თუ უმჯობესია აქცენტი მესამე დონის ქვეყნებზე გაკეთდეს,

 

მემარჯვენე ლეიბორისტები მხარს უჭერენ აფხაზური პასპორტების გაცემას და ცდილობენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს მხრიდან მიაღწიონ.

 

ისინი მიიჩნევენ, რომ 20 ათასი ქართველი, რომელთაც აფხაზური პასპორტი მიიღეს, ნიშანია იმ აფხაზური სახელმწიფო პროექტისა, რომელიც თავის დროზე კოსოვოში მიიღეს - "ჯერ სტანდატები, მერე სტატუსები". კონსერვატორები კი უარს ამბობენ ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე და თბილისთან რაიმე სახის ურთიერთობაზე", - წერს თომას დე ვაალი.

 

ასევე სტატიაში საუბარია აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას კომენტარზეც, სადაც ის აცხადებს, რომ გალში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა აფხაზეთის "განადგურებას" გამოიწვევს.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ამ საკითხის გარშემო მსგავს დაპირისპირებულ მოსაზრებებს ვერ მოისმენთ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არ დგას.

 

თუმცა საკითხისადმი მდგომა, განსხვავებულია საქართველოს ამჟამინდელ და წინა ხელისუფლების მხრიდან. 

"სააკაშვილი ყოველთვის ეძებდა უარის თქმის შესაძლებლობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის. ჩვენ კი მათთვის "დიახ"-ის თქმის მიზეზებს ვეძებთ, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს რეინტეგრაციის მინსიტრის პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს.

 

როგორც კავკასიის მკვლევარი აღნიშნავს, ამ ყველაფერს მცირე, მაგრამ შედეგი მაინც მოჰყვა – გასულ კვირას ენგურზე ორი ახალი დამატებითი გამშვები პუნქტი გაიხსნა; საბოლოოდ მხარეებმა ერთად დაიწყეს მუშაობა ერთობ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ომის დროს დაკარგულებსა და ცოცხლად დაკავებულებს ეხება.

 

"მაგრამ ახალი ხელისუფლების მიერ კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა ახალი ინიციატივა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის საგანია. ისინი ამას რუსეთის ინტერესების კაპიტულაციად მიიჩნევენ", - წერს თომას დე ვაალი.

 

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთი-საქართველოს მომავალი ურთიერთობებისთვის მომგებიანი იქნება რუსეთ-საქართველო-სომხეთის აფხაზეთის ნაწილის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა.

 

"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ეს იდეა ცოტა ხნის წინ წამოჭრა, თუმცა წინააღმდეგობას წააწყდა აზერბაიჯანისა და ქართული ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ რუსებისა და აფხაზების მოწონება დაიმსახურა. ნიშანდობლივია, რამდენი ადამიანი დაუჭერს მხარს ან გაუწევს წინააღმდეგობას რეგიონულ პროექტს, რომელმაც შესაძლოა რეგიონის დაშლილი ნაწილები გააერთიანოს. ყველაფერი ეს ერთ რამეზე მიუთითებს - თუ როგორ კომფორტულად გრძნობს თავს ყველა იმ სტატუს ქვოსთან, რომელიც ჯერაც გრძელვადიანი დისკომფორტია აფხაზებისთვის, ქართველებისა და სხვებისთვის", - წერს "კარნეგის ცენტრის" ექსპერტი თომას დე ვაალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42