Die Welt-თან ინტერვიუში ტომ ნოივირტმა აღიარა, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს ამ ეპატაჟური იმიჯთან განსაშორებლად. როგორც უცხოური მედია წერს, მომღერალმა მამაკაცის სამოსით გამოჩენა უფრო ხშირად დაიწყო.
ნოივირტმა განაცხადა, რომ მისი ეგო აუჯანყდა იმ ქალს, რომელმაც მას კოპენჰაგენში „ევროვიზიის“ კონკურსზე 2014 წელს გამარჯვება მოუტანა.
„ამ ქალის საშუალებით მე ყველაფერს მივაღწიე. მისგან უკვე აღარაფერი მჭირდება. მე ახალი პერსონის შექმნაზე ვფიქრობ. ამისთვის კი მე კონჩიტა უნდა მოვკლა. მე ძიებაში ვარ იმ პერსონისა, რომელშიც კარგად ვიქნები. სწორეს ამიტომ ტომი აუჯანყდა კონჩიტას“- განაცხადა მომღერალმა.
ავსტრიელი მუსიკოსი მსოფლიოს „წვერებიანი ქალის“ იმიჯით 2011 წელს წარუდგა. ამ იმიჯით მომღერალი ცდილობდა ადამიანების ყურადღება განსხვავებულობის, ჰომოფობიისა და შემწყნარებლობის საკითხებზე მიექცია.






მასალის გამოყენების პირობები






