World Press Photo-მ წლის ფოტო დაასახელა.
Associated Press -ის ფოტოგრაფმა, ბურჰან ოზბილიცმა, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ამსახველი ფოტოს ავტორია, World Press Photo-ს ჯილდო მიიღო.
ფოტოზე , რომელმაც ჯილდო დაიმსახურა, ასახულია რუსეთის ელჩის მკვლელი იარაღით ხელში , რომელიც მოკლული ელჩის ცხედართან დგას. აღნიშნული, რუსეთის ელჩის მკვლელობის ამსახველი მთელი ფოტორეპორტაჟის შემადგენელი ნაწილი იყო.
რუსეთის ელჩზე თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს. მკვლელი ანკარაში პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტასი აღმოჩნდა, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს. გასროლის შემდეგ მისი სიტყვები იყო: "ჩვენ სირიაში ვიხოცებით, თქვენ აქ დაიხოცეთ."
მასალის გამოყენების პირობები






