ფრანგი ბიზნესმენი ტაქსით მომსახურების კომპანია Uber-ს სასამართლოში უჩივის და ოჯახის დანგრევის კომპენსაციად 45 მილიონ ევროს ითხოვს.
აღნიშნული ბიზნესმენი კომპანია Uber-ის აპლიკაციის მეშვეობით რეგულარულად იძახებდა ტაქსს თავისი მობილური ტელეფონით და იმავე ქალაქში მცხოვრებ საყვარელთან მიემგზავრებოდა.
ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში მიდიოდა, სანამ ბიზნესმენმა ტაქსის გამოძახებისთვის მეუღლის ტელეფონი არ გამოიყენა. იგი აპლიკაციაში თავისი აქაუნთით შევიდა და ტაქსი გამოიძახა. როგორც აღმოჩნდა, აპლიკაციას ხარვეზი ჰქონდა და ამ გამოძახების შემდეგ, აპლიკაცია ტაქსის ადგილზე მისვლის შესახებ ინფორმაციას როგორც ბიზნესმენის, ასევე მისი მეუღლის ტელეფონზე აგზავნიდა.
ამ ფაქტმა ქალბატონი დააეჭვა და მან მალე დაადგინა, რომ მის მეუღლეს საყვარელი ჰყავდა. ცხადია, ამან ოჯახის დანგრევა გამოიწვია.
ბიზნესმენი თავს Uber-ის აპლიკაციის ტექნიკური გაუმართაობის მსხვერპლად მიიჩნევს და კომპანიას ზარალის ანაზღაურებას სთხოვს.
"აპლიკაციის დეფექტის გამო ჩემს კლიენტს პირად ცხოვრებაში პრობლემები შეექმნა და კომპანია ვალდებულია ეს აანაზღაუროს," - აცხადებს ბიზნესმენის ადვოკატი.აღსანიშნავია, რომ გაზეთ Figaro-ს ცნობით, აპლიკაციის ხარვეზი კომანია Uber-მა გასული წლის დეკემბერში განხორციელებული აფდეითის მეშვეობით უკვე გამოასწორა.
მასალის გამოყენების პირობები






