შვეიცარიაში მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. შეღავათები, რომლებსაც შვეიცარიელებმა ხმა უნდა მისცენ, ეხება მესამე თაობის იმიგრანტებს - კერძოდ ადამიანებს, რომლებიც შვეიცარიაში ჩამოსულთა შვილიშვილები არიან და შვეიცარიაში დაიბადნენ.
დღევანდელი კანონმდებლობით, ადამიანი, რომელიც დაიბადა შვეიცარიის ტერიტორიაზე, ავტომატურად ქვეყნის მოქალაქე არ ხდება, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეები, როგორც წეს 12 წლის განმავლობაში ელოდებიან მოქალქეობის მიღებას.
გარდა ამისა, მათ უწევთ ტესტებისა და გასაუბრებების სერიების გავლა, რომლებითაც მოწმდება, რამდენად იცნობენ ისინი ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს. დასასრულს გადაწყვეტილებას ქალაქის აბ ადმინისტრაციული ეთეულის საბჭო იღებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პიროვნების მეზობლების აზრსაც ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






