„სტარტაპ საქართველომ” ღია კარის დღე გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:46, 11 Feb, 2017     1504

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღე გამართა, სადაც პროგრამის კოორდინატორების გარდა, „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის მონაწილე სტარტაპერებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. პროგრამის კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს და მომავალ გამარჯვებულ პროექტებს უახლოეს მომავალში დაასახელებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15

საპარტნიორო ფონდმა პირველ ტურში 36 გამარჯვებული პროექტი სექტემბერში, ხოლო მეორე ტურში 9 პროექტი დეკემბრის თვეში გამოავლინა. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“ 65 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე. ერთ-ერთი მათგანი - ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი პირველ პროდუქციას მარტის დასაწყისში გამოუშვებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42