ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:09, 10 Feb, 2017     1150

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. შეხვერდრას საქართველოში მოქმედი 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აგრო-სასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გამოსწორდეს, გაიზარდოს სექტორის პროდუქტიულობა და მწარმოებლურობა, დაინერგოს ის სტანდარტები, რომელიც სფეროს განავითარებს სწორი მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული კომპონენტებიც, რათა დამატებითი ღირებულების გენერირება საქართველოში ხდებოდეს. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.

ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციის სახით წარადგინა 2017 წლის აგრაგული დარგის განვითარების ხედვა, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ესენია:

პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება/ეფექტიანო-ბის გაზრდა;

მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება - შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება, მოდერნიზაცია;

სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სისტემებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;

ფერმერთა კომპეტენციების და კონკურენტუნარი-ანობის ამაღლება;

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია - ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა;

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასმულ ყველა შეკითხვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ პროექტით „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ მხარს უჭერს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42