მსახიობის თქმით, მათ შორის „ნამდვილი ურთიერთობა იყო და ეს არავითარი პიარ სვლა არ ყოფილა,“ როგორც ამას მედია ამტკიცებდა.
„ჩვენ შორის ყველაფერი რეალური იყო, ტეილორი არაჩვეულებრივი ქალია. ლამაზი, კეთილი, მასთან ყოველთვის კარგად ხარ“ - განაცხადა მიდლსტონმა.
მსახიობმა მათი ურთიერთობის სწრაფად განვითარებაზეც ისაუბრა.
„ჩვენი გაცნობის დროს, ორივენი ნამდვილი გრძნობებისა და ურთიერთობის ძიებაში ვიყავით. გადავწყვიტეთ ერთად გვესადილა, უბრალოდ მეგობრულად. შემდეგ ერთად დასასვენებლად წასვლა მოგვინდა. ასე მოხდა ყველაფერი“ -განმარტა მსახიობმა.
ტომ ჰიდლსტონმა მაისურზეც ისაუბრა წარწერით - I ❤️ Taylor Swift.
“ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. მეგობრებთან ერთად სანაპიროზე ვიყავით, როდესაც შემთხვევით ზურგი გავიკაწრე და ჭრილობის დაფარვა მინდოდა. ერთ-ერთმა მეგობარმა ეს მაისური მომაწოდა და უბრალოდ ჩავიცვი“ - დასძინა მსახიობმა.
შეგახსენებთ, გასული წლის ივნისში ტეილორმა 15 თვიანი ურთიერთობა დაასრულა მუსიკოს კალვინ ჰარისთან, ერთ კვირაში კი პაპარაცებმა სანაპიროზე ტომ ჰიდლსტონთან ერთად დააფიქსირეს.
რამდენიმე დღეში ფოტოები გავრცელდა , რომლებზეც წყვილი ჰიდლსტონის დედასთან ერთად იყო დაფიქსირებული, მალევე წყვილი რომში დააფიქსირეს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მათი დაშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოვლენების ამგვარი განვითარების გამო დასავლური ტაბლოიდები ეჭვობნენ, რომ ტომ ჰიდლსტონისა და ტეილორ სვიფტის რომანი უბრალო პიარ სვლა იყო.









მასალის გამოყენების პირობები






