თურქეთის არმიის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმიური ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას, უნებლიედ, სამი თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაჭრილია 11 ჯარისკაცი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პირადად დაურეკა, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ქალაქ ელ-ბაბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. სწორედ ამ ქალაქის არებას ცდილობს თურქეთის საარმიო სახმელეთო დაჯგუფება, ოპერაცია "ევფრატის ფარის" ფარგლებში.
ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მომხდარ ინციდენტს ორივე ქვეყნის საგამოძიებო უწყებები ერთობლივად გამოიძიებენ. ასევე, პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ აუცილებელია სირიაში წარმოებული ოპერაციების კოორდინაცია, რადგან თურქი ჯარისკაცების დაღუპვა სწორედ არაკოორდინირებულმა მოქმედებებმა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






