საკოორდინაციო საბჭო თავისუფალი სიტყვის დასაცავად - „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ინიციატივა
პოზიცია - 11:53, 09 Feb, 2017     4616

"ახალი ერთობა საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა:

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია - დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ნაცვლად, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის დაძლევისა, ხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას.

მიმდინარეობს სხვადასხვა სატელევიზიო მაუწყებლების დამორჩილების მეთოდური პროცესი, რისი დასკვნით ფაზას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის კასტრაციის სახით.

რაც შეეხება დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, ის რჩება თავისუფალი სიტყვის უკანასკნელ ფორპოსტად, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებამ ყველა შესაძლებელი მეთოდის გამოყენება დაიწყო, მათ შორის ყველაზე მიუღებელი ამ პროცესებში ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოსა და მოსამართლეების ჩართვაა.

იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების მეცადინეობით, სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი ქრება, კანონიერების დაცვას იწყებს საზოგადოება.

მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ღირებულებების ხელშეუხებლობის დაცვა. ჩვენი მოძრაობა, როგორც სათათბირო პლატფორმა შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში მოიწვიოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია და თავად შეუერთდეს ყველა იმ აქტივობას და პოლიტიკური ბრძოლის ხერხებს, რომლებიც მოწოდებულნი იქნებიან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის დასაცავად.

გარდა ამისა, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი და მხოლოდ ერთი პოლიტიკური აქცია ვერ იქნება შედეგის მომტანი, გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42