"ახალგაზრდა ადვოკატების" ინიციატივა შრომის კოდექსთან დაკავშირებით
საზოგადოება - 18:04, 28 May, 2013     418


არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საქართველოს შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ცვლილებების ნაწილში. შენიშვნებს გამოთქვამს და საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად ალტენრატიულ წინადადებას სთავაზობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, მარიკა არევაძემ განაცხადა.
"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, შრომის კოდექსის კანონპროექტი ახლებურად აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების დადება, შრომითი ურთიერთობის შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები, შრომითი ხელშეკრულების მოშლა, კოლექტიური ხელშეკრულება და დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. თუმცა კანონპროექტის ინიციატორებს მხედველობის მიღმა დარჩა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების საკითხს ეხება. ორგანიზაციის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურებადია, დამსაქმებელი და დასაქმებული არ არიან კანონით შებოჭილნი შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურებაზეც, პრობლემა დგას "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს #231/ნ ბრძანების პრაქტიკულ მოქმედებაში, რომლითაც რეგულირდება საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, თითოეული დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ჯამურად, ოთხი თვის პერიოდზე, მიუხედავად შრომის ანაზღაურების/ხელფასის ოდენობისა, ეძლევა მაქსიმუმ 600 (ექვსასი) ლარი.
"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, მინისტრის ბრძანება, რომელის არსებობაც "კანონმდებლობით დადგენილი წესით" მართლდება:
• არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულს საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოსამსახურესთან შედარებით, ვინაიდან ამავე ბრძანებისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მოსამსახურეს დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად;
• არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს თავად დასაქმებულებს, ვინაიდან განურჩევლად მათი ხელფასის ოდენობისა, გასაცემი დახმარების ზედა ზღვარი არ იზრდება და
• განსაკუთრებულად საყურადღებოა ფაქტი, რომ აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ისედაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას.
"ახალგაზრდა ადვოკატები" რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და მოითხოვს შრომის კოდექსის კანონპროექტში აღნიშნული საკითხის გათვალისწინება მოხდეს. ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს შრომის კოდექსის 29–ე მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართავს და მიიჩნევს, რომ კოდექსში ჩანაწერი შემეგნაირად უნდა შეიცვალოს:

საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 29. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება
"ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ შვებულებაში ყოფნის პერიოდში ყოველთვიურად არანაკლებ დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 60%-ის ოდენობით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე."

ცნობისთვის: საქართველოს ახალი შრომის კოდექსის პროექტს პარლამენტი უკვე მესამე მოსმენით განიხილავს, რომლის მიმართაც, კრიტიკული დამოკიდებულება, ცოტა ხნის წინ, მმართელი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმაც გამოხატა. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42