მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ხშირი გაციებებით გამოწვეულ პირით სუნთქვას უამრავი გართულება მოჰყვება. საგრძნობლად მცირდება არა მარტო ყბის ძვლების, არამედ მთიანად ბავშვის განვითარება, სისხლი ცუდად მარაგდება ჟანგბადით. პირით სუნთქვისას სუსტად ვითარდება ჰაიმორის ღრუები, სახის ოვალი იძენს წაგრძელებულ ფორმას. ცხვირის ფუძე ფართოვდება. ზედა ყბა ვიწროვდება, ხოლო ქვედა - ჩამორჩება ზრდაში, აქედან ყბაზე ადგილი არ რჩება ყველა მუდმივი კბილისათვის. ვინაიდან ისინი ყოველთვის უფრო დიდი ზომისაა ვიდრე სარძევეები.
არასწორი თანკბილვა - არა მხოლოდ ესთეტიური პრობლემაა. იგი სერიოზული დაავადებების მიზეზიც შეიძლება გახდეს. თანკბილვის ანომალიები იწვევს კარიესის პროვოცირებას. ზრდასრული პაციენტების 80% აღენიშნება პაროდონტის დაავადებები, რაც იწვევს კბილების ნაადრევ დაკარგვას. ჩვენ გირჩევთ აჩვენოთ თქვენი პირმშო ბავშვთა სტომატოლოგს უკვე ერთი წლის ასაკში, როდესაც პირველი კბილების ამოჭრა ხდება. მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია დროულად შეამჩნიოს თქვენთვის უხილავი პრობლემა და დროულად დანიშნოს მკურნალობა.
ბავშვთა სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია პროფილაქტიკას, რომელიც, როგორც ცნობილია უფრო იაფი ჯდება. სპეციალისტი შეასწავლის ბავშვს თუ, როგორ მოიხმაროს კბილის ჯაგრისი, როგორ მოუაროს პირის ღრუს. ექიმი გაატარებს ყველა ღონისძიებას ემალის გასამაგრებლად. ხოლო ექიმთან რეგულარული ვიზიტები მოუხსნის პატარას თეთრ ხალათიანების შიშს. დღეისათვის პატარებს უკეთდებათ მხიარული ფერადი ბჟენები, იგი იღებს მონაწილეობას თავის მკურნალობაში და თვითონ ირჩევს ფერს. ასე რომ სტომატოლოგთან ვიზიტი ხდება სასიამოვნო და საინტერესო.
5-7 წლის ასაკში კბილთა ცვლის პერიოდში აუცილებელია მოვინახულოთ ექიმი-ორთოდონტი. დღეისათვის ადრეულ ასაკში ორთოდონტიული კორექციისათვის გამოიყენება ისეთი აპარატი როგორცაა ტრეინერი. იგი უზრუნველყოფს კბილთა მწკრივის გასწორებას, ახდენს ყბა-სახის სხვა და სხვა უბნების განვითარების სტიმულაციას. ”ასწავლის” სახისა და ენის კუნთებს გამართულად მუშაობას. 6-12 წლის ცვლადი თანკბილვის მქონე ბავშვებს, ტრეინერის ტარების შემდეგ ძირითადად აღარ სჭირდებათ სხვა ორთოდონტიული მკურნალობა, რადგანაც ეს აპარატები ახდენენ კბილების არასწორი ზრდის, ძირითადი მიზეზის - კუნთების არასწორი ფუნქციის აღმოფხვრას.
ექვსი წლის ასაკში ბავშვს ყბის ძვლების აქტიური ზრდა ეწყება. რომელიც კბილების ცვლასთან ერთად მიმდინარეობს და გრძელდება 12 წლამდე. ადრეულ ცვლად თანკბილვაში (6-9 წელი) ხდება პირველი დიდი კბილების ამოჭრა და წინა საჭრელების მოცვლა. ამ დროს თანკბილვისა და კბილთა მწკრივების განვითარების ანომალიები უკვე მშობლებისთვისაც შესამჩნევია. დღეისათვის სკოლის ასაკის ბავშვების 78%-ზე მეტი თანკბილვის კორექციას საჭიროებს. როგორც ცნობილია თანკბილვის ანომალიები კარიესისა და პაროდონტის დაავადებების გამომწვევია. დღეისათვის თანკბილვის სერიოზული ანომალიების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება ორთოდონტიული აპარატები ”მიობრეისი”, შემუშავებული სპეციალურად ცვლადი თანკბილვისათვის.
მიობრეისები ვიზუალურად ორყბიან, ბოქსის კაპებს წააგავს. ისინი მზადდება მკვრივი სილიკონისაგან და ჩამონტაჟებული აქვს გამაფართოებელი რკალი. ასწორებს კბილთა მწკრივებს, კბილის მაგარ ქსოვილებთან კონტაქტის გარეშე. დრეკადი სილიკონის გარსი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს. ”მიობრეისების” სისტემას უფროს კლასელებისათვის აქვს სპეციალური ელასტიური ბუდეები, რომელებიც ყოველ ახალ ამოჭრილ კბილს აძლევს სწორ მიმართულებას. ხოლო თუკი ისინი უკვე არასწორად დგანან მისი მკვრივი და დრეკადი სოლები ახდენენ კბილის სწორ პოზიციაში დაბრუნებას. ”მიობრეისების” ზომას ორთოდონტი არჩევს ინდივიდუალურად. ამისათვის ანაბეჭდის აღებაც არაა საჭირო. უბრალოდ ექიმი სპეციალური სახაზავით, ზომავს წინა საჭრელების სიგანეს. ბავშვი ასეთ პოზიციონერს ატარებს სულ რაღაც 1-2 საათი დღისით და ღამით ძილის დროს, ანუ გასწორების პროცესი მიმდინარობს შეუმჩნევლად გარშემო მყოფთათვის. რაც ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მშობლებისათვის კი მარტივი გასაკონტროლებელი.
ბავშვებს, რომლებიც სუნთქავენ პირით, მიუხედავად ადენოიდების არსებობისა, ”მიობრეისები” ეხმარება ცხვირით სუნთქვის აღდგენაში. ამასთან აპარატი მოსწავლეს ეხმარება უამრავი მავნე ჩვევის დავიწყებაში. ”მიობრეისის” სპეციალური ”ენა” ეხმარება ბავშვის ენას დაიკავოს მისი სწორი მდებარეობა, ხელს უწყობს ზედა ყბის თაღის ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს სასის ფორმას, აკორექტირებს საუბრის პრობლემებს. ”მიობრეისის” კონსტრუქცია ფუნქციონალური და მექანიკური კორექციის მეთოდების შეთავსებით, უზრუნველყოფს მკურნალობის შედეგების სტაბილურობას და გაცილებით ამცირებს მის ვადებს.
მასალის გამოყენების პირობები






