ამის შესახებ ლე პენმა გუშინ ლიონში გამართულ საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა აუცილებლად დატოვებს ევროზონას, გადაიხედება გადასახადების საკითხები, კერძოდ, იმპორტსა და უცხოელებთან შრომითი ხელშეკრულებების საკითები, შემცირდება საშემოსავლო გადასახის, შემცირდება საპენსიო ასაკი.
მან ასევე პირობა დადო, რომ საფრანგეთი ნატო-ს დატოვებს და რესურსებს თავისი თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე დახარჯავს.
„პროგრამის მიზანი, უპირველესად, საფრანგეთისთვის თავისუფლების დაბრუნებაა“ - ნათქვამია ლე პენის განცხადებაში.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, აქცენტს ეროვნულ უსაფრთხოებაზე გააკეთებს, რაც ნატოში შესატანი კონტრიუბუციების შემცირებაში გამოიხატება.
„ეს საპრეზიდენტო არჩევნები ორ განსხვავებულ პოზიციას აყენებს: ერთი - გლობალური, რომელსაც ჩემი ყველა ოპონენტი უჭერს მხარს და მეორე პატრიოტული, რომელსაც მე ვუჭერ მხარს“ - განაცხადა ლე პენმა.
მასალის გამოყენების პირობები






