საცდელი კვლევის შედეგები ჟურნალ Experimental Gerontology-ში გამოქვეყნდა.
საპილოტე კვლევამ, რომელიც მეხსიერების დაქვეითების ადრეული სტადიის მქონე პაციენტებში ჩატარდა, აჩვენა, რომ 6 თვის განმავლობაში ყურძნის მიღებამ მათ ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება გაუუმჯობესა. კვლევაში 72 წლის ქალები და მამაკაცები მონაწილეობდნენ, რომლებიც დღის განმავლობაში 2 მტევან ყურძენს ან მის ექვივალენტურ წვენს იღებდნენ.
6 თვის შემდეგ მათი მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის იმ ზონების გააქტიურება შეინიშნა, რომელიც ალცჰაიმერისგან დაცვის ეფექტს ქმნის.
კვლევის ავტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის დენიელ სილვერმანის განცხადებით, ყურძენის კანი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ტვინის უჯრედებს ჟანგვითი პროცესისას საზიანო ეფექტებისგან იცავს. საპილოტე კვევამ გაამყარა მტკიცებულება, რომ ყურძენი ნევროლოგიური და გულსისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
კვლევამ დაადგინა, რომ ყურძენი ტვინის ოქსიდაციური ტრესს ამცირებს და ხელს უწყობს სისხლის ნაკადის დაუბრკოლებლად მიმოსვლას.
თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულის დასამტიკიცებლად კვლევების ჩატარებაა საჭირო.
ალცჰეიმერის დაავადება თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებით ინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონების კვდომას. ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს.
მასალის გამოყენების პირობები






