როგორც გაირკვა, გოგონას 10 წლამდე პრობლემები არ ჰქონია, თუმცა 4 თვის წინ მის სახეზე გამონაყარი შენიშნეს, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს, მანამ სანამ გამონაყარმა ზრდა არ დაიწყო.
საჰანას მამის განცხადებით, დაავადების გართულების შემდეგ გოგონა საკუთარი ქალაქიდან დედაქალაქ დაკაში გადაიყვანა, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ექიმების თქმით, საჰარა შესაძლოა პირველი გოგონა აღმოჩნდეს მსოფლიოში, რომელიც "ხის მამაკაცის სინდრომითაა" დაავადებული.
ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სხეულზე ქერქის წარმოქმნით ვლინდება, განსაკუთრებით კი ხელებსა და ფეხებზე.
თუ ეს დაავადება დადასტურდა, ის მსოფლიოში იმ მცირე ჯგუფის ნაწილი გახდება, რომელსაც სინდრომი - epidermodysplasia verruciformis აღმოუჩინეს.
ამ დრომდე დასმული დიაგნოზებით, აღნიშნული დაავადება მხოლოდ მამაკაცებს აღენიშნებათ.
27 წლის აბულ ბაჯანდარი პირველი ბანგლადეშელი მამაკაცია, რომელსაც აღნიშნული სინდრომი დაუდგინდა. აბულს 16 ოპერაცია დასჭირდა იმისთვის, რომ ხელებზე არსებული 5 კილოგრამიანი წარმონაქმნი მოეშორებინა და ხელების გამოყენება შეძლებოდა.
როგორც AP-სთან ინტერვიუში გოგონას მამამ განაცხადა, საჰარა 6 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ მამა ზრდის.
"ჩვენ ძალიან ღარიბები ვართ, მაგრამ იმედი მაქვს ექიმები შეძლებენ ჩემი ლამაზი გოგონას სახიდან ამ წამონაზარდის მოშორებას" - ამბობს მამა.

ექიმების იმედოვნებენ, რომ აღნიშნული სინდრომი დაავადების მსუბუქი ფორმაა და მისი მოშორება არ გართულდება.
მასალის გამოყენების პირობები






