„3 თებერვლიდან - 3 აპრილამდე გააქტიურდება სასიყვარულო სფეროსთან, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები“ - ამბობს ასტროლოგი რამაზ გიგაური და საინტერესო მონაცემებს გვთავაზობს. რის შედეგადაც თქვენ შეგიძლიათ გაერკვეთ თუ როდის იქნება ამ წელს ვენერას გავლენა ყველაზე დადებითი და რომელია 2017 წლის „სიყვარულის ოქროს პერიოდი“.
რამაზ გიგაური: წუხელ, 3 თებერვალს, პლანეტა ვენერა ვერძის ზოდიაქოში გადავიდა. უახლოეს პერიოდში მისი მოძრაობის ფაზები (ინგრესია) ასეთი იქნება:
* 4 თებერვალი - 3 აპრილი (ვერძის ზოდიაქო);
* 3 აპრილი - 28 აპრილი (თევზების ზოდიაქო; რეტროგრადული მოძრაობა);
* 28 აპრილი - 6 ივნისი (ვერძის ზოდიაქო).
3 თებერვლიდან - 3 აპრილამდე გააქტიურდება სასიყვარულო სფეროსთან, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამ მიმართულებთ ადამიანები უფრო გაბედულები და აქტიურები გახდებიან. ისინი გაბედულად გამოავლენენს ინიციატივებს. ნეგატიური კუთხით მოიმატებს იმპულსურობისა და უხეშობის ალბათობა (რაც ცხადია, რეკომენდებული არ არის).
თებერვალში, მარტში, მაისში და ივნისის დასაწყისში მნიშვნელოვნად მოიმატებს ქორწინების და პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების ალბათობა.
4 მარტიდან - 15 აპრილამდე პერიოდი სასიკეთო იქნება წარსულის გაცნობიერებისთვის, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის პატიების სათხოვნელად და შერიგებისთვის.
აპრილი უფრო პასიური იქნება, თუმცა 28 აპრილიდან (6 ივნისამდე) სასიყვარულო სფერო ისევ აქტიური გახდება და შესაძლებელი გახდება აქტიური მოქმდებების ხარჯზე წარმატებით გადაიჭრას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით თუ ისინი თებერვალში ან მარტში დაუშვით.
რაც შეეხება 2017 წლის „სიყვარულის ოქროს პერიოდს“, ანუ როდის იქნება ვენერას გავლენა ყველაზე დადებითი.
ეს იქნება შემდეგ პერიოდებში:
* 6 ივნისი - 5 ივლისი (ვენერა კუროს ზოდიაქოში);
* 14 ოქტომბერი - 7 ნოემბერი (ვენერა სასწორის ზოდიაქოში).
ამ პერიოდებში ქორწინება და საერთოდ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება შედარებით იოლი იქნება.
P.S. თებერვალი, მარტი და მაისი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით პოზიტიური იქნება ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. ყურადღება მართებთ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რადგან ვერძის ზოდიაქოში მოძრავი ვენერა ოპოზიციურ ასპექტს შექმნის სასწორის ზოდიაქოსთან. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ეს კრიზისები 2-3 დღეზე მეტი არ გაგრძელდება (ვენერას სიჩქარიდან გამომდინარე).
მასალის გამოყენების პირობები






