ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ადვოკატთა უფლებების შეზღუდვა და კანონში შესული ცვლილებებია.
"პარლამენტმა დღეს მისი გადაწყვეტილებით ადვოკატები დატოვა უფუნქციოდ. როდესაც ამბობს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და ბატონი პრემიერი, რომ მათ სურთ სამართლიანი სასამართლო, ეს არის სამარცხვინო და საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა, რადგანაც თუ ადვოკატს არ აქვს უფლება, ამოიღოს მტკიცებულება, ადამიანის უფლებების დაცვა გამორიცხულია. სამწუხაროდ, ხმალაძე და უსუფაშვილი აღმოჩნდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მარიონეტები. ხმალაძის კომიტეტმა ქურდულად ისეთი ჩანამატი გააკეთა, რომ ადვოკატი 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვერ იხელმძღვანელებს და მას მტკიცებულების მოპოვება არ შეუძლია. ამიტომაც 29 მაისიდან ადვოკატები ვიწყებთ გაფიცვასა და მასიურ შიმშილობას", - აცხადებს ხატიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






