რატომ დასჭირდა რუსეთს ბელორუსთან სასაზღვრო ზონის აღდგენა - მოკავშირეთა გაყოფის მიზეზები
მსოფლიო - 15:41, 03 Feb, 2017     3322
რუსეთმა გადაწყვიტა რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე სასაზღვრო ზონა აღადგინოს, ეს ყველაფერი კი ოფიციალურ მინსკთან შეთანხმების გარეშე ხდება.

როგორც ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სასაზღვრო ზონის აღდგენა მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ორ ქვეყანას შორის აღნიშნული ზონა მხოლოდ რამდენიმე წელი არსებობდა. 1995 წელს, მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების დადების შემდეგ სასაზღვრო ზონა გაუქმდა, 2011 წელს კი საბაჟო კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ, ბოლო საკონტროლო-გამშვები პუნქტიც გაუქმდა.

რა ხდება დღეს?

დღეს, ორი ქვეყნის საზღვარზე გამაფრთხილებელი ნიშნები და გამშვები ზონები მონტაჟდება. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პასპორტის შემოწმებით ხდება, თუმცა მოწმდება ყველა მანქანა.

რატომ დასჭირდა რუსეთს ბელორუსთან სასაზღვრო ზონის აღდგენა?

მედიაში კრემლის სამ მთავარ არგუმენტზე წერენ:

1. უვიზო რეჟიმი დასავლეთისთვის

ბელორუსის პრეზიდენტმა 80 ქვეყნის მოაქალაქისთვის, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მიმდინარე წლიდან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ ბელორუსში უვიზოდ 5 დღე გაატარონ. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პასუხი შემდეგია - მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთისთვის ტერორისტულ საფრთხეს ზრდის.

2. არსებობს მეორე ვარაუდი - დღემდე , ბელორუსი ევროპაში მოხვედრის სურვილის მქონე რუსებისთვის ყველაზე მარტივ გზად რჩება. მინსკის გავლით, ქვეყანა დატოვეს რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლესაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ. ოქტომბრის დასაწყისში , სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის დატოვება აეკრძალა მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელთა ფინანსური დავალიანება 10 ათას რუბლს აღემატებოდა.

3. აკრძალული საქონლის რეექსპორტი - გასულ წელს ბელორუსი გახდა ლიდერი ქვეყანა აკრძალული საქონლის რეექსპორტში. რუსული მხარის განცხადებით, საბაჟო სამსახურმა კანონდარღვევის 250-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.

მოსკოვის თავდასხმა მინსკისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სასაზღვრო ზონის აღდგენასთან დაკავშირებით არსებულ არათუ გადაწყვეტილებაზე, არამედ იდეაზეც არაფერი იცოდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპასუხოდ, ბელორუსი მზადაა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვოს. ამის შესახებ ინფორმციას სააგენტო Regnum-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცლეა. როგორც რეგნუმი წერს ბელორუსმა ასევე შეიძლება დატოვოს რუსეთ-ბელორუსის კავშირიც.

მოსკოვის მიზეზებს არ იზიარებს ბელორუსის პრეზიდენტი, რომელმაც სასაზღვრო ზონის აღდგენის გამო, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთს ეჭვი გაუჩნდა, რომ ბელორუსი დასავლეთისკენ მიდის.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42