DCFTA მხარდაჭერით გამართულ სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები განიხილეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:10, 03 Feb, 2017     1005
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება საქართველოში და DCFTA“ მხარდაჭერით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობების სხვადასხვა ასპექტის კვლევის შედეგები განიხილეს.

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართული თაფლი არის პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება.

„ქართული თაფლის ხარისხისა და შესაძლებლობების კვლევის პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ექსპერტებთან. დღეს მოვისმინეთ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება იმ პოტენციალის ასათვისებლად, რაც ქართულ თაფლს აქვს. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ყველა სტანდარტზე, მეწარმეებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, იმისათვის, რომ ქართული თაფლი გახდეს ხარისხიანი, ცნობადი პროდუქტი და საკუთარი ნიშა დაიკავოს ევროპის ბაზარზე“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

ევროპელმა ექსპერტმა, სტეფან შვარცინგერმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგების გააცნო და თაფლის ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თაფლის წარმოების ხელშეწყობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპარციის და ლაბორატორიული მომსახურების სისტემის სრულყოფის მნიშვნელობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42