ამის შესახებ ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არსებობს სახელმწიფოთაშორო შეთანხმებები და ხელშეკრულებები, რომლებსაც ერთ-ერთმა მინისტრმა ხაზი გადაუსვა, თავისი ბრძანებებით - 801, 802, 803. მე ამ ბრძანებების ნომრებიც შემიძლია დაგისახელოთ“ - განაცხადა ლუკაშენკომ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე გაჩნდება სასაზღვრო ზონა, სადაც მოეწყობა კონკრეტული ადგილები პირების და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის. მანამდე ასეთი ზონები ამ ორ ქვეყანას შორის არ იყო.
ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება მას შემდეგ მოხდა, რაც „რუსეთს ეჭვი გაუჩნდა, რომ ბელორუსი დასავლეთისკენ მიდის.“
შეგახსენებთ, ბელორუსის პრეზიდენტმა 80 ქვეყნის მოაქალაქისთვის, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მიმდინარე წლიდან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ ბელორუსში უვიზოდ 5 დღე გაატარონ.
ლუკაშენკომ ასევე რუსულ ნავთობზე დამოკიდებულაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „მიუხედავად სირთულისა“, ბელორუსს შეუძლია ეს პრობლემა მოაგავროს.
„გამოსავალს ნებიესმიერ შემთხვევაში ვიპოვით. სამწუხაროდ, ეს რუსეთში არ ესმით" - აღნიშნა ბელორუსის პრეზიდენტმა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბელორუსი მზადაა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები






