A'Studio-ს ქართველი სოლისტის, 30 წლის ქეთა თოფურიასა და 37 წლის რეპერის გუფის(ალექსეი დოლმატოვი) სავარაუდო რომანზე, რუსული გამოცემა Life--ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, თავად რეპერი გუფი ინსტაგრამზე ეხმაურება.
„არც კი ვიცი ამაზე როგორი რეაგირება უნდა მქონდეს. Life-მა ამ საკითხის შესახებ კომენტარის გაკეთებაც მთხოვა, მაგრამ რადგან ვიცი ყველაფრის არევ-დარევა შეიძლიათ, მათთან არ ვკონტაქტობ. სასამართლოში ჩივილსაც აზრი არ აქვს, რადგან თავს მაინც დაიძვრენენ. შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი, როგორც ეს მილიონჯერ გამიკეთებია, მაგრამ ახლა მხოლოდ მე არ შემეხნენ. მე და ქეთის კარგი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრები ვართ, მაგრამ არა ისეთი ახლო, რომ დასასვენებლად ერთად ვიაროთ. ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთ კუნძულზე ვისვენებდით, მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც მოსკოვში დავბრუნდი და ისიც შეთხზული სტატიიდან. ქეთას და მის ოჯახს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ასეთ ისტორიაში ჩათრევას არ იმსახურებს" -წერს გუფი.


ინსტაგრამის აღნიშნული პოსტი ქეთა თოფურიამაც გააზიარა.
Life-ის სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






