ონლაინტრანსპორტირების კომპანია Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტრავის კალანიკმა დონალდ ტრამპის ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი დატოვა, მას შემდეგ რაც საკუთარი თანამშრომლებისა და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.
თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებულ წერილში კალანიკი განმარტავს, რომ პრეზიდენტის ეკონომიკური გუნდის წევრობზე თანხმობა, ბევრმა ისე აღიქვა თითქოს ის ტრამპის შიდა პოლიტიკას უჭერდა მხარს, მათ შორის მიგრაციულსაც.
„საკითხის ამ ფორმით დანახვა, რომ მე ან „უბერი“ რაიმე ფორმით ხელს ვუწყობთ და წვლილი შეგვაქვს ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის აღსრულებაში, არასწორია, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებიმა მე და ჩემი კომპანიის გუნდი აღგვიქვეს იმისგან განსხვავებულად, რასაც რეალურად წარმოვადგენთ“ - განაცხადა კალანიკიმ.
ტრამპის განკარგულებამ, რომელიც 7 მუსლიმური ქვეყნის - სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის ლტოლვილების მიღებაის შეწყვეტასა და ამავე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებს, Uber-ის მძღოლების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ბევრი მათგანი სწორედ აზიელი ემიგრანტია.
წერილში კალანიკი აცხადებს, რომ ტრამპთან ხანმოკლე საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა სავიზო შეზღუდვების გამო და განუმართა, რა უარყოფით შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი მთელი ინდუსტრიისთვის.
კომპანია Uber-მა ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებასთან დაკავშირებით სერიოზული აღშფოთება ადრეც ღიად გამოხატა და განაცხადა, რომ უკვე გამოყო 3 მილიონი დოლარი იმ თანამშრომლებისთვის, რომელიც აღნიშნული განკარგულებით რაიმე სახის ზიანს განიცდიან.
ეკონომიკური მრჩევლების გუნდის წევრია ასევე Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი. გავრცელებული ინფორმაციით, ის პრეზიდენტთან შეხვედრას დღეს გეგმავს.
Uber-ი დღეისთვის მგზავრთაბ მომსახურებას 60 ქვეყანაში ახორციელებს . მისი მომსახურებით სარგებლობს მრავალი მსხვილი კორპორაცია, მათ შორის Google და Goldman Sachs.
მასალის გამოყენების პირობები






