სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა- საქსტატის უახლესი ინფორმაცია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:52, 03 Feb, 2017     2383

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით.

რაც შეეხება სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდის მაჩვენებელს, საქსტატის ინფორმაციით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით. გარდა ამისა, ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,9 პროცენტით და შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2 პროცენტი);

მოცემულ პერიოდში ფასების 3,3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 0,99 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე - შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,0 პროცენტი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42