ატმოსფეროს და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, ეს ის საკითხებია, რომელთაც საზოგადოება აქტიურად განიხილავს.
გასული საუკუნის 70-80 იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავრ წყაროებს მრეწველობა და ტრანსპორტი წარმოადგენდა, რაც დღესაც გრძელდება.
ეკოლოგიურ პრობლემების გადაჭრას ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული, რომელთა შორისაა მოსახლეობაში პრობლემების გაცნობიერება. ასქართველოს მოსახლეობაში ცნობიერების დონე ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით დაბალია.
გამოკითხვის მიხედვით რომელიც 2016 წლის აპრილში ჩატარდა მოსახლეობის მნიშვნელოვან თემებში არ განიხილებოდა ეკოლოგიური პრობლემები. პირველი 5 ადგილი უკავია: სამუშაო ადგილებს, ხელფასები, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, ტერიტორიული მთლიანობა. ხალხის ცნობიერებაზე მედია ახდენს დიდი ზეგავლენას . ესაა შედეგი რომ მედია აქცენტს ნაკლებად აკეთებს გარემოზე და ეკოლოგიურ პრობლემებზე (NDI , 2016).ეკოლოგიური საკითხების ამგვარი უგულებელყოფა მედიის მხრიდან ამ პრობლემების ნაკლები გაშუქებით შეიძლება აიხსნას, რადგან, როგორც სხვადასხვა კვლევებიდან არის ცნობილი, სწორედ მედიის დღის წესრიგი ახდენს გავლენას ადამიანების მიერ ამა თუ იმ საკითხის მნიშვნელოვნების შეფასებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






