2013 წლის 25 მაისს, 16-საათზე კაფე "ანრიეტაში" "ჯორჯიან დაიჯესტის" განახლებული ფორმატის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სახის, ქართულ-ინგლისურ ენოვანი გაზეთი. სტატიები გაზეთში იქნება, როგორც ანალიტიკური, ასევე საინფორმაციო სახის. პირველ რიგში მიუკერძოებელი, ობიექტური და ფაქტებზე დაყრდნობით. ასევე ყველა ნომერში იქნება ექსკლუზივები, რეპორტაჟები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ გაზეთის კიდევ ერთი პრიორიტეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ეკოლოგიური საკითხების გაშუქებაა, რომელსაც ხელმძღვანელობს ლაშა ჩხარტიშვილი. გაზეთს ასევე გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი, www.geodigest.ge , სადაც ყოველდღიური ამბები განთავსდება. "ჯორჯიან დაიჯესტის" რედაქტორები არიან რუსა გვაზავა და ლაშა ჩხარტიშვილი.
გაზეთი თვითდაფინანსებაზეა, ამიტომ ჯერჯერობით, მხოლოდ თვეში ერთხელ გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები






