ფილმში მოვლენები ამერიკაში 1900 წელს ვითარდება.
ლეონარდო იტალიელი წარმოშობის ამერიკელ დეტექტივს ჯო პეტროზინოს განასახიერებს, რომელიც ადგილობრივ დამნაშავეებს ებრძვის, ამიტომაც „იტალიელ შერლოკ ჰოლმსს“ უწოდებენ.
თუმცა, ეს მსახიობის ერთადერთი ახალი პროექტი არ არის.
როგორც ცნობილია, ოსკაროსანი რეჟისორი მარტინ სკორსეზე და ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ისევ ერთიანდებიან.
სკორსეზე დიკაპრიოს ახალ ფილმში გადაიღებს, რომელიც რეალურ სერიულ მკვლელზე იქნება. „ეშმაკი თეთრ ქალაქში“ (The Devil in the White City) - ასე ერქმევა ფილმს, რომელიც ერიკ ლარსონის წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს.
ასევე, ლეონარდო ა რეჟისორ ჯეფრი ჯეიკობ აბრამსთან თანამშრომლობასა და ეკრანიზაციის უფლების შეძენას აპირებას მწერალ დევიდ გრანის წიგნზე. სიუჟეტი 1920-იანი წლებში, ოკლაჰომას შტატში ვითარდება და ამერიკელ ინდიელთა ტერიტორიებზე მომხდარ სერიულ მკვლელობებს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






