სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შედგა კენჭისყრა და ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა. კენჭისყრის შედეგებია: 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
სიტყვით გამოსვლის დროს, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მხრიდან მიღწეულ პროგრესსზე ისაუბრეს, რაც წინაპირობა იყო იმისა, რომ ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლისთვის მიეღწია.
,,დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი იმპულსი იმსიათვის, რომ ზედმიწევნით შესრულდეს ყველა კრიტერიუმი, თუმცა სქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადადგა. სწორედ ამიტომ, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი თუ საქართველოს მოქალაქეები მიაღწევენ ამ მიზანს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
"თქვენ ბრძანდებით ამაყი ევროპის ოჯახის წევრი" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს, ევროპარლამენტარმა მიშალ ბონიმ, ბრიუსელში მიმდინარე ევროპარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას იხილავენ.
სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაცია ესწრებოდა.
ევროპარლამენტარი ანა გომეში იმედოვნებს, რომ საქართველოში უვიზო რეჟიმი მალე ამოქმედდება:
„ვიზალიბერალიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის მისასალმებელი, რადგან წლების განმავლობაში საქართველომ ძალისხმევა არ დაიშურა და მნიშვნელოვანი ზომები მიიღო, რათა დაეკმაყოფილებინა ყველა ის კრიტერიუმი, რაც არის დადგენილი ევროკავშირის მიერ, რათა მომხდარიყო კონსოლიდირება დემოკრატიის და ასევე, ჩვენ ვხედავთ იმ სულისკვეთებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეებს,“ - განაცხადა ანა გომეშმა.
"საქართველო სამაგალითოა... იქ ევროკავშირის უფრო მეტი დროშა ვნახე, ვიდრე ბრიუსელში" - ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულუსმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხდა წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დროს.
„საქართველო სამაგალითოა იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს და სთავაზობს ვიზალიბერალიზაციას თავის მოქალაქეებს.
მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპსორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის წევრ შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მეთოდით გადაადგილებით” - აღნიშნა ავრამოპულოსმა.
თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს საქართველოდან, საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე და მეორე მხარე რომელიც შედეგად მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა.“-განაცხადა ვიკი მაიერმა
ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმაც ისაუბრა.
ევროპარლამენტარ ბრონის როპეს განცხადებით, საქართველო, რომელიც მეზობლისგან დაზარალდა, ევროპული სტანდარტებით ცხოვრობს და სავიზო რეჟიმის გაუქმებას იმსახურებს, ხოლო ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის თქმით, ის კმაყოფილი და ბედნიერია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. მისივე შეფასებით, საქართველომ სამაგალითოდ შეასრულა საგზაო რუკის მოთხოვნები და ამ რეფორმებმა ქვეყანამ ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოვა. „როდესაც ევროკომისრის რანგში პირველად თბილისში ჩავედი, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის დროშების რაოდენობამ ქალაქში - უფრო მეტი დროშა ფრიალებს თბილისში ევროკავშირისა, ვიდრე ბრიუსელში. საქართველოს მოქალაქეებმა შეგვახსენეს, რამდენად უნიკალური მიღწევა გახლავთ ევროკავშირი მშვიდობის, ეკონომიკური ზრდის და განვითარების თვალსაზრისით“,- განაცხადა ევროკომისარმა სიტყვით გამოსვლისას.
ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით კი, დღეიდან, ევროკავშირი პარტნიორს იძენს.
„მოხარული ვარ, რომ სესიის ბოლოს ფართე კონსესუსი არსებობს ჩვენს პალატაში, რომ ევროკავშირმა შეასრულოს დაპირება, რომელიც ქართველ ხალხს მისცა. საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშავა, რათა სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. საქართველოს მთავრობას მაღალ შეფასებას ვაძლევ. თუ შეიქმნა პრობლემები ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, არსებობს შეჩერების მექანიზმი, რომელიც ამას მოაგვარებს. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. დღეს კი არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის დაყოვნების მიზეზი“,- განაცხადა ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

მასალის გამოყენების პირობები






