ჯონი დეპი გაკოტრების ზღვარზეა - ის თვეში 2 მილიონ დოლარს ხარჯავდა
ეს საინტერესოა - 20:23, 01 Feb, 2017     15639
ჯონი დეპი გაკოტრების ზღვარზეა, ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ყოფილმა ფინანსურმა მენეჯერებმა სასამართლოს მიაწოდეს, სადაც საჩივარი ჯონი დეპმა სწორედ მათ წინააღმდეგ შეიტანა. ვარსკვლავი ექს-მენეჯერებს ფინანსური ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს და ბრალს სდებს, რომ ისინი კრედიტებს მის გარეშე იღებდნენ და არც ფინანსური მდგომარეობის შესახებ აფრთხილებდნენ.

ბრალდებას უარყოფენ მენეჯერები და აცხადებენ, რომ მათ ყველა ხარჯი დეტალურად აქვთ აღრიცხული, მათი თქმით ჯონი დეპი 20 წლის განმავლობაში ყოველთვიურად დაახლოებით 2 მილიონამდე ხარჯავდა, მათ შორის 30 ათას $ ალკოჰოლურ სასმელებში, 200 ათას $-ს მგზავრობაში, 150 ათას $-ს დაცვას უხდის, ხოლო 300 ათას $-ს თანაშემწეების მომსახურებაში იხდის.

მენეჯერების განცხადებით, ფულის ამგვარი ხარჯვის პირობებში ფინანსური პრობლემები გარდაუვალი იყო, რადგან მსახიობს ბოლო დროს არც ისე ხშირად იღებენ კინოში.

ჯონი დეპის ფინანსური ოპერაციებით ცნობილი კომპანია TMG-ი იყო დაკავებული, ცნობილმა მსახიობმა მათ წინაამდეგ სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მენეჯერებმა მას ვალების გასასტუმრებლად საფრანგეთში მდებარე უძრავი ქონების გაყიდვა მოსთხოვეს. ჯონი დეპის თქმით მათ შეეძლოთ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდებინათ და გაკოტრება თავიდან აეცილებინათ. ჯონი დეპი კომპანიისგან კომპენსაციას 25 მილიონ $-ს ითხოვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42