საპარტნიორო ფონდმა ბუდაპეშტში Hotel Investment Conference CEE&Caucasus-ი მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:58, 01 Feb, 2017     1435
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, უნგრეთში ფონდის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.

ფონდის დელეგაციამ ბუდაპეშტში დაგეგმილ Hotel Investment Conference CEE&Caucasus-ი მიიღო მონაწილეობა. HOTCO-ს ფარგლებში კონფერენცია სასტუმროების ინდუსტრიას მიეძღვნა და საკონსულტაციო კომპანია Horwarth HTL -ის ორგანიზატორობით ბუდაპეშტში პირველად გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროს ოპერატორი კომპანიები, როგორიცაა: ჰილტონი, მერიოტი, აკორი, ჰაიატი, და სხვ. კონფერენციას ესწრებოდნენ ბუტიკ სასტუმროებისა და სხვა ქსელური სასტუმროების წარმომადგენლები. ასევე, ინვესტორები, რომლებიც სასტუმროების ინდუსტრიაში კაპიტალდაბანდებით არიან დაიტერესებულნი. კონფერენცია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების განვითარებას და ინვესტირებას მიეძღვნა.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა უცხოელ ინვესტორებს საქართველოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ფონდის მიერ ამ სექტორში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და ამ სფეროს განვითრების სამომავლო პერსპექტივები.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო რეგიონებში სასტუმროების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის წყალტუბოს როგორც ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება/განვითარებას და რაჭის ტურისტული ზონის განვითარების შესაძლებლობებს.

ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა იმ დეველოპერი და ინვესტორი კომპანიების პირველ პირებთან, რომლებიც უძრავი ქონების სექტორში მოღვაწეობენ. შეხვედრა შედგა სამშენებლო კომპანია „კეშთან“. უნგრული კომპანია საქართველოს ბაზრით დაინტერესდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ოფიციალური შეხვედრა შედგა უნგრეთის „ექსიმბანკის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა არსებობს. ფონდის დელეგაციის წევრებმა „ექსიმბანკის“ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა შედგა ასევე, Hungarian Trading House-ის წარმომადგენლებთან. უნგრეთის ეროვნული სავაჭრო სახლი (MNKH) ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტორების მოზიდვას ხელსაყრელი ბიზნესპროექტების განსახორციელებლად.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, სადაც საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები შეფასდა. ტურიზმი და უძრავი ქონების სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42