ზოგადად, ხანძარი, როგორც იარაღი პოლიტიკურ თუ ბიზნესგარჩევებში, ასევე, არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება და ამას საქართველოს ისტორიაც მოწმობს. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითისთვის, შეიძლება, 1973 წელი მოვიყვანოთ, როცა თბილისის ოპერა ცეცხლის ალში გაეხვა და თითქმის მთელი ინტერიერი განადგურდა. ასევე, დაიწვა სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული უძვირფასესი და ულამაზესი ფარდა, კოსტიუმები, რეკვიზიტი, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი. ნახანძრალი ოპერა, თავდაპირველი სახით, 1978 წელს აღდგა.
ისინი, ვინც ოპერის ხანძრის მომსწრენი არიან, დღემდე ეჭვობენ, რომ ცეცხლი ვიღაცამ მაშინაც მიზანმიმართლად გააჩინა. ერთ-ერთ ვერსიით, ოპერის დაწვის ოპერაცია - არც მეტი, არც ნაკლები - ცეკა-ში დაიგეგმა და მისი მიზანი ვახტანგ ჭაბუკიანის თავიდან მოშორება იყო. ეს შესაძლოა, შეთქმულების თეორიაა, მაგრამ ქართლი ანდაზაა, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო.
აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია ეჭვი, რომ იგივე „ბავშვთა სამყაროც“ ვიღაცამ თუ ვიღაცებმა მიზანმიმართულად გადაწვეს, რადგან ან ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება აინტერესებდათ, ან უფრო მეტიც, ხანძრის მიზანი ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმება და ამ გზით ე.წ. რევოლიცური სიტუაციისთვის ხალხის კრიტიკული მასის შეგროვებას შეეცადნენ.
ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ხანძრის კვალი ბზინესგარჩევებამდე მივიდეს, თუმცა ამჯერად „ნიუპოსტი“ ყურადღებას „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის პოლიტიკურ მოტივზე გაამახვილებს.
დავიწყოთ იმით, რომ ამ სავაჭრო ცენტრში, როგორც ყველა მსგავს ობიექტზე, უმეტესად, მოსახლოების საშუალო ფენა, ესე იგი, ხალხის ის კატეგორია იყო დასაქმებული, რომელსაც ლუკმა პურის საშოვნელად, პრინციპში, ნემსის ყუნწში გაძრომა უწევს. ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, ადამიანი ძვირფასეულობით, ან ტანსაცმლით რომ ვაჭრობს, პურის ფულის პრობლემა არ ექნებაო, მაგრამ არ დაგავივწყდეს, რომ მოვაჭრეებს ბანკებიდან კრედიტები აქვთ აღებული და სარეალიზაციო საქონელს ზუსტად ამ ფულით ყიდულობენ. კი ბატონო, ითქვა, რომ მოვაჭრეებს ბანკებთან პრობლემები არ შეექმნებათ, მაგრამ ეს დიდი შეღავათი და ნუგეში არ არის.
ერთი სიტყვით, თუ გავყვებით ვერსიას, რომ ხანძარი ბუნებრივად კი არ გაჩნდა, არამედ, ვიღაცამ მიზანმიმართლად გააჩინა, აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ „ვიღაცამ“ ხალხის ნერვებსა და ემოციებზე ძალიან კარგად ითამაშა. ასეთი „თამაშები“ კი, როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან სპეცსამსახურებსა და მათთან კავშირზე მყოფ „ტიპებს“ ხელეწიფებათ.
რისთის უნდა აწყობდეს სპეცსამსახური ასეთი მასშტაბური ტრაგედია? ამ კითხვაზე პასუხი რთული არ არის: გამწარებული ადამიანები შესაძლებელია, ქუჩაში გამოვიდნენ და ამით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრიტიკული მასა შეიქმნას. მასობრივი პროტესტი კი იმ დროს, როცა ვიზალიბერალიზაციამდე ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს, ბუნებრივია, კარგას არაფერს მოგვიტანს, ანუ არეულობა, მოდით, ღიად ვთქვათ, რომ მას აწყობს, ვინც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია.
„ბავშვთა სამყაროს“ დაწვის კონტექტსში, შეიძლება, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიც გავიხსენოთ, რომელიც წინ უძღოდა ნატო-ს სამიტს. მოგეხსენებათ, მაშინ არსებობდა მოლოდინი, რომ მაპ-ს მივიღებდით, მაგრამ მაპ-ი დღესაც არ გვაქვს. შესაბამისად, ათი წლის წინაც გაჩნდა ეჭვი, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა მაშინაც მართული იყო, რასაც საბაბად იმდროინდელი ხელისუფლების პროტესტი დაედო, თორემ სინამდვილეში, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ურტყამდა.
ზოგადად, ხანძრისა და სხვა სტიქიური უბედურებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ თავისთავად ეჭვს აჩენს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი სავაჭრო თუ სხვა მსხვილი ობიექტი დაიწვა და განადგურდა. შესაბამისად, უსამსახუროდ ათასობით ადამიანი დარჩა და ზარალმაც სოლიდურ თანხას მიაღწია. „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის მერე, სოციალურ ქსელში იმ ობიექტების ნუსხა გავრცელდა, რომლებიც ცეცხლმა 2012 წლის შემდეგ შეიწირა. ამ სიას „ნიუპოსტის“ გთავაზობთ:
1. 2012 წლის 15 ნოემბერს ცეცხლი გაუჩნდა ლილოს ბაზრობას.
2. 2013 წლის 26 იანვარს დაიწვა სავაჭრო ცენტრი ,,საბა“.
3. 2013 წლის 17 ივლისში -,,ევროპარკი“.
4. 2014 წლის 25 აგვისტოს ცეცხლმა გაანადგურა სენაკის ბაზრობა, 16 სექტემებრს კი - ე.წ. ,,ბოშათა ბაზრობა“.
5. 2014 წელსვე, 7 დეკებერს იწვება ,,ხოფას“ ბაზრობა, 20 დღის შემდეგ კი -,,ელიავას“ ბაზრობა.
6. 2015 წლის 21 იანვარს ხანძარი გაჩნდა ისნის ბაზრობაზე, 4 აგვიტოს კი - ისევ ,,ელიავას“ ბაზრობაზე
7. შარშან, ანუ 2016 წლის 2 აგვისტოს ხანძარი მეორედ გაჩნდა „ციგნების“ ბაზრობაზე.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამწვარი ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების ტეროტორია ინვესტორების ხელში აღმოჩნდა, ანუ ამ ადგილებზე, როგორც ამბობენ, საცხოვრებელი კორპუსები ან კომერციული ფართები აშენდა. ამის გათვალისწინებით, არ გამოირიცხება, რომ იგივე „ბავშვთა სამყაროს“ ხელში ჩაგდებაც რომელიც გავლენიან ადამიანს უნდოდეს. ასეთ დროს კი ხანძარი ყველაზე კარგი გამოსავალია, რადგან მიწასთან გასწორებული ობიექტის აღსადგენად მეპატრონებს, დიდი ალბათობით, არც ფინანსები ექნება და არც - ნერვები. ამიტომ, იძლებული გახდება, ე.წ. ინვესტორს ტერიტორია „კაპიკებად“ მისცეს.
გამოძიება, ალბათ, დაადგენს, სინამდვილეში რა მოხდა და ალბათ, არც ის იქნება ურიგო, თუ შესაბმისი უწყებები იგივე პოლიტიკურ დივერსიაზეც იმშავებენ, მით უმეტეს, როგორც თავში აღვნიშნეთ, დივერსიას არც „ბავშვთა სამყაროს“ მეპატრონე გამროიცხავს. ასე რომ, დაველოდოთ გამძიებას, თუმცა მანამდე არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, მათ შორის, იმასაც, რომ ეს ხანძარი შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ბატალიების დაწყების მიზეზი გახდეს. მოკლედ, ახლა ჯერი სამართალდამცავებზეა.
ისე, ხმა დადის, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიით, „კარფურია“ დაინტერესებული. ზოგადად, „კარფური“, არაოფიციალურად, ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული და ამის შესახებ მთელი თბილის ლაპარაკობს. იმ შემთხვევაში, თუ დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ ადგილზე მართლაც, გაიხსნება „კარფური“, მაშინ ყველა ჭორი გამართლდება და იმის ძებნაც აღარავის დასჭიდრება, თუ ვინ და რატომ დაწვა სავაჭრო ობიექტი.
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






