როგორც Billboard-ი იტყობინება, კუთვნილ ვარსკვლავს ადამ ლევინი 10 თებერვალს მიიღებს.
„ადამ ლევინის ფანები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. მთელი მსოფლიოდან ვიღებდით კითხვებს - როდის? ახლა კი დრო დადგა და ვიწვევთ ადამის ფანებს“ - ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2015 წელს საორგანიზაციო კომიტეტმა იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც დიდების ხეივანში საკუთარ ადგილს დაიკავებდნენ და სიაში ადამ ლევინიც იყო.
წესების თანახმად, „ლაურეატებმა“ საკუთარი სახელის ვარსკვლავის დასამზადებლად ხარჯები თვად უნდა გაიღონ და გახსნის ცერემონიალიც დანიშნონ - ამისთვის მათ დაანონსებიდან 2 წელი აქვთ.
ადამ ლევინს, როგორც Maroon 5-ის წევრს აღებული გრემი, გაიმარჯვა ბილბორდის, ამერიკული მუსიკის, MTV Video Music-ის და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებებში.
2001 წლიდან ლევინი მონაწილეობს NBC-ის სატელევიზიო გადაცემა Voice-ში მწვრთნელად.
ადამ ლევინი დაქორწინებულია მოდელ ბეატი პრინსლუზე. წყვილს ერთო გოგონა დასთი როუზი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები






