„ჩვენ ვაპირებთ ალკოჰოლური ხაზის - „Siri (სირი)- ახალი ქართული ღვინო“-ს წარმოებაში ჩაშვებას. ქართულ თარგმანში „სირი“ ნიშნავს „ბეღურას“, ეს ერთგვარი სიტვათა თამაშიც არის (siri- აპლიკაცია, რომელიც პირადი თანაშემწის ფუნქციას ასრულებს), ქართული ღვინის ხაზი ძალიან ტრადიციული და ერთგვაროვანია, ჩვენ გაგვიჩნდა იდეა ეომ შებქმნათ ახალი თანამედროვე მიმართულება“- განაცხადა კომპანია „სევერნი ალიანსის“ დირექტორმა ევგენი კომისაროვმა.
მისი თქმით, კომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი „როსპატენტში“ ახალი სასაქონლო ნიშნის Siri-ს დარეგისტრირებაზე, სასაქონლო ნიშანზე წარწერა დატანილი იქნება როგორც ლათინიური ასოებით ასევე კირილიცათი. როგორც „სევერნი ალიანსის“ დირექტორი აცხადებს ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავაჭრო ქსელებთან, იმისთვის რომ ახალი ღვინის მოსკოვის მაღაზიებში შეტანა მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






