26-30 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს გამოცხადებული ჰქონდა ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერი. ტენდერი მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის კორპორაციულ მომსახურებას. შესაძლოა ეს ტენდერი არც გამხდარიყო განხილვის საგანი, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ ტენდერზე განაცხადი მხოლოდ კომპანია ,,ბილაინმა“ შეიტანა, ხოლო ,,მაგთიკომი“ და ,,ჯეოსელი“ არც დაინტერესებულან აღნიშნული ტენდერით. არადა, მიმდინარე წელს თავად ეს ორი კომპანია აწვდიდა მომსახურებას სახელმწიფო სტრუქტურებს. ამიტომ, საკმაოდ უცნაურია მათი ეს გადაწყვეტილება.
რადგან ტენდერში მონაწილეობა, მხოლოდ ერთმა კომოპანიამ, ,,ბილაინმა“ მიიღო, სავარაუდოდ გამარჯვებულიც თავად გახდება. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის კორპორატიულ მომსახურებას კომპანია ,,ბილაინი“ განახორციელებს.
წყარო bfm.ge
მასალის გამოყენების პირობები






