„მოქალაქეები, რომლებიც ახორციელებენ შეკრების, ორგანიზების და არჩეული თანამდებობის პირებისთვის თავიანთი პოზიციის დაფიქსირების კონსტიტუციურ უფლებებს - ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ ველოდებით მაშინ, როდესაც ამერიკული ღირებულებები რისკის ქვეშაა“ - ნათქვამია ობამას განცხადებაში.
მას შემდეგ ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო პოსტი დონალდ ტრამპს გადააბარა, საჯარო განცხადებები არ გუკეთებია. ეს მისი პირველი ოფიციალური პოზიციაა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურნენ აშშ-ის ყოფილი ოფიციალური პირები.
„ჩემი პოლიტიკა მსგავსია პრეზიდენტ ობამას ბოლიტიკისა, როდესაც 2011 წელს მან ერაყელი ლტოლვილებისთვის ვიზების გაცემა 6 თვით აკრძალა” - განაცხადა ტრამპმა 29 იანვარს.
ბარაკ ობამას პრესმდივანმა კევინ ლუისმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ ეთანხმება ადამიანთა დისკრიმინაციას რელიგიური განსხვავების მიხედვით.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ ჯერის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ ფაიერი და განაცხადა, რომ ობამას პრეზიდენტობისას ერყის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე აკრძალვა არასოდეს ყოფილა.
ტრამპის განცხადებას სიცრუე უწოდა ჯონ კერის მოადგილემ ერიკ შვარცმაც. მისი თქმით, 2011 წლის მოერე ნახევარში, ერაყელი ლტოლვილების განცხადებების განხილვა შეფერხდა, თუმცა არასოდეს აკრძალულა. შეფერხება კი უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ფონზე მოხდა. შვარცის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ორი მოქალაქე, რომლებიც ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში მონაწილეობდნენ, აშშ-ში ლტოლვილის სტატუსით ჩასვლას გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, ტრამპის განკარგულების თანახმად, 7 მუსლიმური ქვეყნის - სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.
ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირის (ACLU) სარჩელის საფუძველზე ნიუ იორკის სასამართლომ ტრამპის განკარგულება შეაჩერა, თუმცა უშიშროების სამინისტრის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად , აკრძალვა ძალაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






