გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრი- სხეულის ყველა ნაწილი დაზიანებული აქვს
საზოგადოება - 11:44, 27 May, 2013     642
როგორც გარდაცვლილი ლევან კორტავას მამიდამ , ხათუნა კორტავამ განაცხადა, მათთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც დაპირდა დახმარებას, თუმცა ჯერჯერობით არ დახმარებია.


გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრის კომენტარს ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


"ამ სახელმწიფოში სამართალს ვერ ვიპოვი, რაც მოხდება მოხდება, არავითარ შემთხვევაში არ დავმარხავ. სახალო დამცველის წარმომადგენელი მოვიდა, ყველა ლამაზი სიტყვებით მოდის და მიდის. არასამთავრობო ორგანიზაციებს, საია-ს ვითხოვდი მოსულიყო, მაგრამ ისინი ტელეფონით მესაუბრნენ. მოდით და ნახეთ, გადაიღეთ. განადგურებული ვარ, შვილი მომიკლეს", – აღნიშნა ხათუნა კორტავამ.


მისივე თქმით, გარდაცვლილის სხეულზე ერთი ნაწილიც კი არა აქვს დაუზიანებელი.


"ამბობენ, რომ იაფფასიან ხრეშსა და ქვებზე დავარდა, როგორც დავარდა ასე, რომ ხელი მოიტეხა, კისერი მოიტეხა, ხერხემალი გადაიტეხა, თითები მოიტეხა. ლევანი მკვდარი მიასვენეს საავადმყოფოში", – განაცხადა გარდაცვლილის მამიდამ.


მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ყველაფერი იცოდა ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ციხის ხელმძღვანელობამ ასეთ ფაქტებს ხელი უნდა შეუშალოს.

 


"ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბძოლებ, ასე ბოლომდე იბძროლა გირგვლიანის დედამ და სამართალს მიაღწია. მართალია სტრასბურგმა გაამართლა, მაგრამ სახელმწიფომ ფეხებზე დაიკიდა", – აღნიშნა ხათუნა კორტავამ.

 


მისივე თქმით, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და დაკრძალვის სახსრები არ აქვთ და არც სახელმწიფოს შეუთავაზებია დახმარება.

 


23 მაისს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა.

 

პირველი ვერსიით პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე, შემთხვევაში კი სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42