როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი შონ სპაისერი თვითერზე წერს, გენერალური პროკურორის მოვალეობას დროებით ვირჯინიის შტატის საოლქო პროკურორი დანა ბოენტე შეასრულებს, სანამ აშშ-ის სენატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტრამპის კანდიდატ ჯეფ სეშენსს არ დაამტკიცებს.
სალი იეთსის გათავისუფლება მის განცხადებას მოჰყვა. იეთსმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი არ დაიცავდა ტრამპს განკარგულებას სასამართლოში, რადგან მის კანონიერებაში დარწმუნებული არ იყო.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „სალი იეითსმა იუსტიციის სამინისტროს უღალატა, როდესაც უარი განაცხადა შეესრულებინა კანონიერი ბრძანება, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების დაცვაზეა მიმართული.“
სალი იეთსი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას გენერალური პროკურორის ლორეტ ლინჩის მოადგილე იყო. მას შემდეგ , რაც ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და ლინჩმა თანამდებობა დატოვა, ტრამპმა მას გენ პროკურორის მოვალეობის დროებით შესრულება სთხოვა, სანამ კონგრესი კანდიდატურას დაამტკიცებდა.
შეგახსენებთ, ტრამპის განკარგულების თანახმად, 7 მუსლიმური ქვეყნის - სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.
ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირის (ACLU) სარჩელის საფუძველზე ნიუ იორკის სასამართლომ ტრამპის განკარგულება შეაჩერა, თუმცა უშიშროების სამინისტრის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად , აკრძალვა ძალაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






