„პრეზიდენტმა ჩაშალა თავისი ვიზიტი გერმანიაში ავდეევკაში განვითარებული მოვლენების გამო, სადაც რუსი „ბოევიკების“ მხრიდან განხორციელდა დაბომბვა, რის გამოც შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.“- წერს ცაგოლკო ტვიტერზე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ქალაქ ავდეევკაში რამდენიმე საათის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს. 30 იანვარს ავდეევკა დაბომბვის გამო წყლის, ელექტროობისა და გათბობის გარეშე დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით საარტილიერიო იერიშის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის 4 სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრა გერმანიის კანცლერთან. ანგელა მერკელთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააძლიეროს, რათა მინსკის შეთანხმების შესრულება მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






