11:00 საათზე - კასპში რეაბილიტირებული სპორტ-კომპლექსი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი, ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები.
11:00 საათზე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზური ენის კლასს გახსნის აჭარაში, სოფელ ფერიას პირველ საჯარო სკოლაში, შემდეგ კი ბათუმის მე-14 სკოლაში (ინასარიძის ქ.11) გადაინაცვლებს.
11:00 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარტიის ოფისში, აფხაზეთიდან დევნილთა ორგანიზაციებს შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
11:00 საათზე - ”პირველი რადიოს” პრესკლუბში, თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობის აქციის მონაწილე მძღოლების საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ”თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობის აქციის მონაწილე მძღოლები შსს-ში დაიბარეს და მართვის მოწმობებიც ჩამოართვეს”.
11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "საკონსტიტუციო ინიციატივა".
თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
12:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე ისაუბრებს, რას აპირებს პარლამენტი „პრეზიდენტის ვეტოსთან“ დაკავშირებით.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში (საპრესკონფერენციო ოთახი) სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია გაიმართება. საკონკურსო მოთხოვნებსა და პირობებს საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი გააცნობენ.
12:00 საათზე - საქართველოს პარლამენტში, გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის შეხვედრა მიწვეულ სპეციალისტებთან მიწის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისი, ოთახი N341
12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას გამართავს და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მის: რობაქიძის გამზ. #7ა, დარბაზი #8
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
12:00 საათზე - ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის 10) გაიმართება კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი ორგანიზაციების პრესკონფერენცია ფარული მიყურადების მარეგულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999.
12:00 საათზე - პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაესწრება ზურაბ ქავთარაძის სასამართლო პროცესს, რომელიც დააკავეს 18 დეკემბერს, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ბრალდებით(ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990
12:30 საათზე - თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - შოთა ფარტენაძე და გენო პერტიაშვილი, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ და პარიზიდან 2 ოქროს მედალი ჩამოიტანეს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
14:00 საათზე - „დელტა“-ს შენობაში ბრიფინგი გაიმართება. „დელტა“-ს წარმომადგენლები სსსტც „დელტა“-ს ეუთო-ს ექსპერტებს წარუდგენენ ჰექსოგენის შემცველი საარტილერიო ჭურვების განადგურების და ვაზიანის პოლიგონზე ტრანსპორტირების მეთოდოლოგიას.
14:00 საათზე - შრომის ინსპექტორები სამუშაო პირობებს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) შეამოწმებენ. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრება.
მის: წინანდლის ქ. N9 (მეტრო „300 არაგველი“)
მასალის გამოყენების პირობები






