ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟთან ინტერვიუს ჟურნალი "რეიტინგი" აქვეყნებს:
"ვერ დავიჯერებ, პრემიერ-მინისტრისთვის ეს ყველაფერი სულერთი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება უკეთესობისკენ არ მიდის. მითხარით ერთი საქმე მაინც, რომელიც ამ ხელისუფლებამ გახსნა, ან საკუთრება დაუბრუნა ადამიანს, ვერ დამისახელებთ, რადგან არ მომხდარა", - აღნიშნავს "სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა.
"ჩემთვის არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯოჯოხეთური ცხოვრება ნაწილობრივ დასრულდა და ნაწილობრივ დარჩა. ხალხისთვის, უბრალო საზოგადოებისთვის არაფერი შეცვლილა, არც პოლიტპატიმრების მდგომარეობა გაუმჯობესებულა, თუმცა იმედი მაქვს, თანდათან დალაგდება. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა თავიდანვე არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მის გვერდით ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მიშასთან ერთად მოვიდნენ. ასეთია კოალიციაში 95%, რომლებიც შემდეგ "ნაციონალებს" გაუნაწყენდნენ, რაღაცის თუ ვიღაცის გამო ბევრ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და მათგან წამოვიდნენ. მერე უკვე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა, მას ჩაებნენ.
"რესპუბლიკელები" ვინ არიან, ყველამ ვიცით, მგონი, მაგრამ მათგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ, არ ვიცი. მღვრიე წყალში, სადაც თევზს ეძებენ, რესპუბლიკური პარტია ძლიერდება. ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერება კი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან მეც და ქართველმა საზოგადოებამაც კარგად იცის მათ მიერ განვლილი გზა. მაგრამ რას ვიზამთ, ვინც მასთან ერთად ვახშმობს, ის აწვდის ინფორმაციასაც", - ამბობს ლაშა ამირეჯიბი და ამატებს:
"ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რომ რასაც ბიძინა გვეტყვის, ყველამ უნდა შევისმინოთ".
მასალის გამოყენების პირობები






