ხალხის ნება თუ 48%-იანი უმრავლესობის გადაწყვეტილება - ვინ ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს?
პოზიცია - 23:30, 30 Jan, 2017     3532

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ გუნდს შორის მორიგი უთანხმოება წარმოიშვა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს. "ქართული ოცნება" კი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე ღიად ალაპარაკდა.

წინა კვირას საკონსტიტუციო კომისიის პირველივე შეხვედრაზე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება განიხილეს.

"ქართული ოცნების" წევრებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი არჩევის წესის ცვლილება აუცილებელია.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებებს შორის თანხვედრა იყოს.

მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები თვისობრივად უკვე შეკვეცილია.

"ჩვენ თუ შევადარებთ 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას დღევანდელ მდგომარეობას, პრეზიდენტის კომპეტენციები უხეში შედარებით არის 95-99%-ით შეკვეცილი... პრეზიდენტი ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და დღეს ის აღარ ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, შესაბამისად, აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

იგივე აზრზეა არჩილ თალაკვაძეც. დეპუტატის განცხადებით, "პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებების და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი".

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, როდესაც საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციური ცვლილებების კონკრეტული პაკეტი ექნება, საკუთარი პოზიციას ისინი მაშინ დააფიქსირებენ.

"ჩვენ ვადევნებთ თვალყურს კომისიის მუშაობას. როდესაც კომისია კონკრეტულ პოზიციაზე ჩამოყალიბდება, ექნება კონსტიტუციური ცვლილებების კონკრეტული პაკეტი ან კონკრეტული ვერსია, მაშინ ჩვენ, ბუნებრივია, გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენი მიდგომა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

არასამთავრობოების წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება არ უნდა შეიზღუდოს

საია-ის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, დღეს პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული უფლებები აქვს.

”იყო მსჯელობა პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული უფლებამოსილებები შეიძლება შეუმცირდეს, მაგალითად, ელჩების დანიშვნის საკითხი".

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ჯგუფის მუშაობის პროცესში კონცეპტუალური შეთანხმება არ არსებობს.

"ჯგუფის წევრებს მეტ-ნაკლებად ერთი ხედვა ჰქონდეთ და მერე უნდა წარიმართოს განხილვა მუხლობრივად, ჩვენ კი ვმუშაობთ პირიქით. მე მგონია, რომ თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, შეიძლება კონსენსუსამდე ვერ მივიდეთ. ეს საკითხი სხდომაზეც დავაყენე”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების ტენდენციაზე საუბრობს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძეც.

მისი თქმით, უფლებამოსილების შემცირებას სავარაუდოდ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა მოჰყვება.

"თავისუფალი დემოკარატების" წევრის განცხადებით, პრეზიდენტი არის ერთადერთი რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს.
"მისი გაკონტროლების მიზანს ემსახურება მთლიანად ამ კომისიის შექმნა და მუშაობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ოპოზიციის კიდევ ერთი წევრის სერგი კაპანაძის თქმით, კი არჩევითობის პრინციპი უნდა შენარჩუნდეს.

"პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, ისეთ ინსტიტუტად, რომელიც აბალანსებს დღევანდელ სიტუაციაში არაფორმალურ მმართველს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პრეზიდენტის უფლება-მოსლილების შეკცეცასა და მისი არაპირდაპირი წესით არჩევაში საფრთხეს ხედავს არასაპარლამენტო ოპოზიცია.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესაძლო შეცვლას ეწინააღმდეგება.

"მოქმედი ხელისუფლება, საკონსტიტუციო უმრავლესობით, არჩეულია 48 % - იანი საზოგადოებრივი მხარდაჭერით. "ქართული ოცნება" გვთავაზობს 48%-მა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ინსტიტუტს, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ ექნება არამხოლოდ კონსტიტუციით, არამედ ლეგიტიმაციის კუთხით ამომრჩევლის მხრიდანაც"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი პაატა დავითა, კი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა პრეზიდენტის არჩევის საკითხი იყო.

დავითაიას განცხადებით, "დიდი ალბათობით, ვენეციის კომისია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას მხარს არ დაუჭერს".

"მინდა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ პოზიცია დავაფიქსირო საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და არავითარ შემთხვევაში პარლამენტის მიერ მის არჩევას. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისია სავარაუდოდ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას მხარს არ დაუჭერს"- აღნიშნა პაატა დავითაიამ.

ამ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა ,,სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა და „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრმა ზურაბ ხარატიშვილმა. მისი განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება კონსტიტუციას ისე ცვლის, რომ მისთვის ამის მანდატი მოსახლეობას არ მიუცია.

"ქართულ ოცნებას კონსტიტუციაში შეაქვს ის ცვლილებები, რომელზეც ბოლო არჩევნებში ხალხისგან მანდატი არ მიუღია. შესაბამისად, ცვლილებები არ იქნება ლეგიტიმური. ეს არამარტო ჩვენი, არამედ იმ პოლიტიკური ძალების მოსაზრებაცაა, რომლებთანაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა ევროპაში"- აღნიშნა მან.

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ნეგატიურად აფასებს არასამთავროების ნაწილიც.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის შენარჩუნებისთვის ქვეყნის პირველმა პირმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. ენჯეოები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაშალოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, თვლის, რომ " არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვნად დამოკიდებული უმრავლესობაზე, რადგან პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის საშუალება აქვს".

ექსპერტი კოტე ჩოკორაია კი აცხადებს, რომ "საკონსტიტუციო კომისია თუ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის პირდაპირი წესის არჩევის გაუქმებასთან დაკავშირებით, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ 2018 წლის ოქტომბერში არ ჩატარდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42