ტრამპის მიერ დაწესებული სავიზო აკრძალვების საპასუხოდ, ერაყმა შესაძლო აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
როგორც "ინდეფენდენთი" იტყობინება, აღნიშნული საკითხი პარლამენტში განიხილეს. ერაყელი პოლიტიკოსის მოჰამედ საადოუნის განცხადებით, პარლამენტმა მოუწოდა მთავრობას აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ სათანადო ზომები მიიღონ.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ერაყის სპეციფიკური ურთიერთობის გამო, რთული წარმოსადგენელია, როგორ უნდა მოხდეს აკრძალვების დაწესება და ვის დაუწესდება კონკრეტულად - აშშ-ის სამხედროებს, ნავთობკომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ უბრალო მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, ტრამპის განკარგულების თანახმად, 7 მუსლიმური ქვეყნის - სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.
ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირის (ACLU) სარჩელის საფუძველზე ნიუ იორკის სასამართლომ ტრამპის განკარგულება შეაჩერა, თუმცა უშიშროების სამინისტრის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად , აკრძალვა ძალაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






