"ეს არ არის აკრძალვა მუსლიმებისთვის... საქმე რელიგიას არ ეხება" - ტრამპი სავიზო გადაწყვეტილებას განმარტავს
მსოფლიო - 14:26, 30 Jan, 2017     8807
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიას მიგრანტებთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი განკარგულება ყველა მუსლიმისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას არ ნიშნავს .


ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

“ამერიკა ყოველთვის იყო თავისუფალი და მამაცი ადამიანების სამშობლო. ჩემი პოლიტიკა მსგავსია პრეზიდენტ ობამას ბოლიტიკისა, როდესაც 2011 წელს მან ერაყელი ლტოლვილებისთვის ვიზების გაცემა 6 თვით აკრძალა.

მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის აკრძალვა მუსლიმებისთვის, როგორც მედია მცდარად იუწყება. საქმე რელიგიას არ ეხება - საქმე ტერორიზმსა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ ქცევას ეხება. არსებობს 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყანა, რომელთა მოსახლოების უმრავლესობა მუსლიმია, თუმცა მათზე ამ ზომას არ უმოქმედია.

ჩვენ კვლავ განვაახლებთ ვიზების გაცემას 90 დღის შემდეგ, მანამ კი დარწმუნებულები ვართ, შევიმუშავებთ და ავამოქმედებთ უსაფრთხო პოლიტიკას” - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, ტრამპის განკარგულების თანახმად, 7 მუსლიმური ქვეყნის - სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.
ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირის (ACLU) სარჩელის საფუძველზე ნიუ იორკის სასამართლომ ტრამპის განკარგულება შეაჩერა, თუმცა უშიშროების სამინისტრის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად , აკრძალვა ძალაში რჩება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42