„აქტიურად ვმუშაობთ რომ გადამხდელთა აუდიტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:38, 30 Jan, 2017     1412
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ბიზნესის წარმოების გამარტივების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„გადასახადის გადამხდელის წუხილი იწყება მაშინ, როცა შემოსავლების სამსახური ამოწმებს. ჩვენი შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სამსახური, ფაქტობრივად, სრულ ელექტრონულ მოსამხრებაზე გადავიდა გადასახადის გადამხდელთან. როცა გასულ წელს ბიზნესის კეთების რეიტინგში 23-ე პოზიციიდან მე-16 პოზიციაზე დავწინაურდით, ეს სწორედ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სწორი რეფორმების დამსახურება იყო. ამავე დროს, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, კანონმორჩილების გაზრდა, რათა ადამიანებს ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა. გარდა ამისა, მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, თუ როგორ უნდა გადაიხადონ გადასახადები, ამასთან, საგადასახადო კოდექსი მუდმივად უნდა დაიხვეწოს,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ აუდიტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გადამხდელმა ზუსტად იცოდეს რა პროცესები და პროცედურები მიმდინარეობს და ყველა ამ პროცედურაში ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ბოლო კვლევების მიხედვით გადასახადების გადამხდელთა 90%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ აუდიტი მეგობრული და ბიზნესის დამხმარეა, დანარჩენი 10%-ი ჩვენი საზრუნავია. აქტიურად ვმუშაობთ, იმისთვის, რომ აუდიტის თანამშრომლებმა ბიზნესს თანხა სწორად და სამართლიანად დაარიცხოს. როდესაც პრაქტიკა აჩვენებს, რომ დარიცხული თანხა სამართლიანი და ზუსტია, რა თქმა უნდა, ბიზნესი დაზოგავს იმ დროს, რაც მას გასაჩივრებაში ეხარჯება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ შექმნა ბიზნესსახლის კონცეფცია, რომელშიც 600-ზე მეტი სერვისი იქნება თავმოყრილი და პირველ რიგში, კერძო სექტორს გაუმარტივდება სახელმწიფოსთან ურთიერთობა, დაზოგავს ფულს. ამავე დროს, იქნება ძალიან ბევრი საკონტროლო მექანიზმი, რომ კერძო სექტორმა ყველა მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ ვადებში მიიღოს პასუხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42