„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
პოზიცია - 11:51, 30 Jan, 2017     4459

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ქვეყნის პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს. განცხადების ტექსტს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონებო,

ევროპის საბჭოში საქართველოდან ასარჩევი კანდიდატების სია უარყოფილ იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის მიერ. აღნიშნული არასასურველი შედეგი საქართველოსთვის, პირველ ყოვლისა, დადგა იმ პროცედურული ხარვეზების გამო, რაც სახეზე იყო შერჩევის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.

დაფიქსირდა სხვადასხვა სახის ხარვეზები, თუმცა, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ მხოლოდ იმ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებზე, რისი დაკმაყოფილებაც აუცილებელია შესაბამისი შედეგის მისაღებად:

1. შესარჩევი კომისია უნდა იყოს ობიექტური და არაპოლიტიზირებული (ცალსახად პოლიტიკური დატვირთვისა და კონტექსტის შემცველი, მათ შორის სიძულვილის ენით გაჯერებული განცხადებები, ღიად კეთდებოდა კომისიის ცალკეულ წევრთა და განსაკუთრებით, კომისიის თავმჯდომარის მიერ).

2. კომისიის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე (მიუხედავად თვით კომისიის დაფუძნების შესახებ განკარგულების დებულებებისა და მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, არ იქნა გასაჯაროვებული კანდიდატთა ნიშნები და მათთან ჩატარებული ინტერვიუები. ეს იმ ფონზე, როდესაც კომისიის თავმჯდომარის მიერ ღია ეთერებში გაკეთებული განცხადებები, იძლეოდა დასაბუთებულ საფუძველს, პროცესის პოლიტიზირების თაობაზე).

3. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს აუცილებლად უნდა მივმართოთ რეკომენდაციების წარმოდგენის თხოვნით; უნდა დაველოდოთ მათ მოსაზრებას და ასევე მიგვაჩნია, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და ადეკვატური, და არა შერჩევითი რეაგირება, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის პროცესის დადებითად დასრულების წინაპირობას. სწორედ ამისთვისაა შექმნილი მრჩეველთა საბჭო, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების თანხმობით.

4. აუცილებლად მიგვაჩნია კანდიდატთა მიერ წარდგენილი ავტობიოგრაფიების შემოწმება, რათა ამ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს რეალობას.

5. მნიშვნელოვანია, რომ შესარჩევი კომისიის წევრთა მიერ გაკეთებული შეფასებები მინიმალურ დონეზე მაინც იყოს დასაბუთებული, რადგან გამოცდილებამ დაადასტურა, რომ სრულიად არაადაქკვატურად და მიკერძოებულად გაკეთდა შეფასებები არსებული კომისიის წევრების მხრიდან. შეუძლებელია კომისიის რამდენიმე წევრი კანდიდატს აფასებდნენ მაქსიმალური ქულით და იმავდროულად სხვა წევრის ან წევრების შეფასება იყოს 0 ქულა.

6. არსებული კომისიის მიუკერძოებლობა და ეფექტურობა გამოუსწორებლად არის შელახული. შედეგის მისაღწევად, აუცილებელია აღნიშნული “რეპუტაციის” განეიტრალება, რაც შესაძლებელია ახალი კომისიის შემქნის გზით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი სწორედ ინტერესთა კონფლიქტის არსებობა იყო კომისიის შემადგენლობასა და წარდგენილ კანდიდატებს შორის. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კომისიის ხელმძღვანელობა დაევალოს ისეთ პირს, ვისი რეპუტაციაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შეესაბამება ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. შესაძლებელია სხვადასხვა მიდგომა, თუმცა ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებული განცხადებების პათოსს, რაც ითვალისწინებს შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელად საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის გამწესებას.

7. მიუღებელია შედეგის გადაბრალება სხვადასხვა პირებსა თუ ორგანიზაციებზე, ან საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელზე, რომელიც მოკლებულია საშუალებას, ნებისმიერი არამართებული ზეგავლენა მოახდინოს კომიტეტში წარმართულ პროცესზე. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შესარჩევ კომისიასა და საქართველოს მთავრობას, როგორც კოლექტიურ ორგანოს, რომელმაც არ გაითვალისწინა არაერთი კონსტრუქციული მოწოდება და გაფრთხილება.

ვიმედოვნებთ, გაითვალისწინებთ ზემოხსენებულ რეკომენდაციებს. ჩვენ კი, მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით აღმოგიჩინოთ დახმარება პროცესის ეფექტურად და სამართლიანად განხორციელების საქმეში.

საზოგადოებრივი მოძრაობა

“ახალი ერთობა საქართველოსთვის”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42