ბოიკოტის მიზეზად რეჟისორმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვიზებზე მიღებული შეზღუდვები დაასახელა.
შეგახსენებთ, ტრამპის განკარგულების თანახმად, 7 მუსლიმური ქვეყნის - სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერების ბრძანება გასცა.
ცნობილი ირანელი რეჟისორის ასღარ ფარჰადის ფილმი „გაყიდვების აგენტი“ (The Salesman), საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ფარჰადიმ ოსკარი 2012 წელს ფილმისთვის A Separation აიღო.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილების გამო ოსკარს ბოიკოტი გამოუცხადა ირანელმა მსახიობმა თარანე ალიდუსტიმ, რომელიც The Salesman-ში ქალის მთავარი როლის შემსრულებელია.
ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი 26 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში გაიმართება.
წელს, ოსკარის დაჯილოდებას ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი უმასპინძლებს.
მასალის გამოყენების პირობები






