09:30 საათზე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დიოკნისში საჯარო სკოლის ახალ შენობას გახსნის.
მის: სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა
10:00 საათზე - კულტურის სამინისტროში გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტის - „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ (CDIS) ფარგლებში ჩატარებული კვლევის პირველი ეტაპის პრეზენტაცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საერთაშორისო ექსპერტები - ნაიმა ბურგე და საიმონ ელისი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაურის ბრიფინგი გაიმართება
11:00 საათზე, "პირველის" პრესკლუბში პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: შსს-ს მაღალჩინოსნების მხილება.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა კობალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო I, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გადაშენების პირას მყოფი, ნაკადულის კალმახის საშენი პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან.
11:30 საათზე, მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრები მამუკა ჟღენტი, ნიკა ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ხარატიშვილი სასტუმრო ,,ბილტმორში“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ,,ახალი ერთობა საქართელოსთვის“ მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ვიზიტის ანგარიში.
11:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იანგლანდს შეხვდება.
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
12:00 საათზე - თბილისი მერიოტის თამარ მეფის დარბაზში, ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერები ელჩებს შეხვდებიან
12:00 საათზე - ”პრაიმტაიმის" პრესკლუბში, პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ლადო სადღობელაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემები: თბილისის საკრებულოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ლომსაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების მოთხოვნა, უფლება-მოვალეობის შეჩერება; საკრებულოს სამივლინებო ხარჯები.
12:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #7
14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩს და მის პირველ მრჩეველს მარცინ ჟოჰოვსკის შეხვდება.
მის: თბილისი, A კორპუსი, ოთახი N109
15:00 საათზე ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი გამართავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას, რომელსაც პოლიტიკური პარტიების, ცესკო-ს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
15:00 საათზე - სასტუმრო "ასტერიონში" ,,ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება.
მისამართი: გულიას 1 (ორთაჭალის ავტოსადგურის წინ)
მასალის გამოყენების პირობები






