სასკოლო ოლიმპიადა “ინტელექტი” უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სივრცეში. პირველი ოლიმპიადა ჩატარდა 2013 წელს მხოლოდ მათემატიკაში. დღესდღეობით “ინტელექტი” ოლიმპიადებს ატარებს 4 საგანში: მათემატიკა, ქართული, ისტორია და ინგლისური.
ოლიმპიადა “ინტელექტი” წელიწადში ორ სეზონს ატარებს “გაზაფხულის” და “შემოდგომის”. თითოეულ სეზონზე, საქართველოს მასშტაბით მოანაწილეობას ღებულობს 30 000 -დან 50 000-მდე სკოლის მოსწავლე.
ოლიმპიადა “ინტელექტის” მიზანია ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, აღმოაჩინოს ნიჭიერი მოსწავლეები და წაახალისოს, რათა მეტი სტიმული მისცეს მათ . ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება.
ასევე, “ინტელექტის” ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ოლიმპიადაზე შემოსული თანხის ნაწილით, დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლთაც აკლიათ ოჯახის სითბო და მზრუნველობა. ოლიმპიადა “ინტელექტის” თითოეულ სეზონზე შემოსული თანხის 30%_ზე მეტი იხარჯება ქველმოქმედებაში. 4 წლის განმავლობაში ოლიმპიადა “ინტელექტმა” 1000-ზე მეტ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს გაუწია დახმარება.
რატომ ოლიმპიადა “ინტელექტი”?
4 წლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სივრცეში
შეფასების ყველაზე გამჭვირვალე სისტემა
სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება
4 წლის განმავლობაში 400 000-ზე მეტი მონაწილე
4 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და დევნილ ახალგაზრდას გაეწია დახმარება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველები ეწვიეთ შემდეგ ვებ: გვერდს:
intelleqti.ge
_______________________
ოლიმპიადის ჩატარების განრიგები:
თბილისი:
ისტორია,ქართული ენა და ლიტერატურა__ 12 თებერვალი.
მათემეტიკის პირველი ტური_ 19 თებერვალი. (საათობრივი განრიგი იქნება სხვადასხვა)
ინგლისურის ოლიმპიადა_ 19 თებერვალი. (საათობრივი განრიგი იქნება სხვადასხვა)
ზუგდიდი:
ისტორია,ქართული ენა და ლიტერატურა_ 18 თებერვალი.
მათემეტიკის პირველი ტური_25 თებერვალი.
ინგლისურის ოლიმპიადა_4 მარტი.
ზესტაფონი,ქუთაისი:
ისტორია,ქართული ენა და ლიტერატურა_18 თებერვალი.
მათემეტიკის პირველი ტური_ 25 თებერვალი.
ინგლისურის ოლიმპიადა_4 მარტი



მასალის გამოყენების პირობები






