სანკტ-პეტერბურგში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მომიტინგეები წმ. ისააკის ტაძრის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას ითხოვენ.
მიტინგი არასანქცირებული იყო და მომიტინგეებმა შეკრების მიზეზად პეტერბურგის დუმის დეპუტატებთან შეხვედრა დაასახელეს. მიტინგმა მშვიდობიანად ჩაიარა და მასში პოლიცია არ ჩარეულა.
მიტინგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქალაქის გუბერნატორმა ს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ კონსულტაციები არავისთან გაუმართავს. ისინი შიშობენ, რომ რუსეთის საპატრიარქო, რომელმაც ადრე უარი განაცხადა ტაძრის რესტავრაციისათვის თანხა გამოეყო, ჯეროვნად ვერ მოუვლის ქვეყნის ამ ისტორიულ ძეგლს, ხოლო ქვეყნისა და ქალაქის ბიუჯეტიდან რესტავრაციისათვის გამოყოფილი ფული არამიზნობრივად გაიფლანგება.
აქციას პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები






