სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებელი ФСБ-ს თანამშრომელი ჰაკერთა დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა
მსოფლიო - 15:52, 28 Jan, 2017     4131

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის,ინტერნეტუსაფრთხოების სამსახურის მეორე ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი მიხაილოვი, რომელიც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული, ჰაკერულ დაჯგუფება «Шалтай-Болтай»-ს ხელმძღვანელობდა. ეს დაჯგუფება იკვე რამდენიმე წელია ინტერნნეტში აქვეყნებს რუსეთის მაღალჩინოსნების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის პირად მიმოწერასა და ფაქტებს.

როგორც მედია აცხადებს, მიხაილოვი პირდაპირ ФСБ-ს კოლეგიის თათბირიდან გამოიყვანეს და მას თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. მასთან ერთად დააკავეს რუსლან სტოიანოვი, რომელიც „კასპერსკის ლაბორატორიის“ კომპიუტერული ინციდენტების მოკვლევის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

«Коммерсант»-ის ინფორმაციით, მიხაილოვი ФСБ-ს ინტერნეტუსაფრთხოების სამსახურის ერთერთი საკვანძო ფიგურა იყო. იგი ინტერნეტბიზნესკომპანიებსა და უშიშროებას შორის წამოჭრილ პრობლემებს აგვარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ «Шалтай-Болтай»-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციები განსაკუთრებულ არაფერს შეიცავს, რუსები მას აშშ-ს სპეცსამსახურებთან აკავშირებენ.

ამავე საქმეში მესამე პიროვნებაც ფიგურირებს. ეს არის ФСБ-ს თანამშრომელი დიმიტრი დოკუჩაევი. დოკუჩაევი სპეცსამსახურში მუშაობის დაწყებამდე თავად იყო ჰაკერი, მეტსახელად Forb და მას არაერთი საიტი, მათ შრის უცხოურიც აქვს „გატეხილი“. დოკუჩაევი ე.,წ. ქარდინგითაც (საბანკო საკრედიტო ბარათებიდან ფულის მითცისება) იყო დაკავებული.2006 წელს, სწორედ ქარდინგის გამო დაინტერესდა მისით ФСБ და იგი ჯერ „დაავერბოვკა“ ხოლო შემდეგ სამსახურშიც აიყვანა.

რუსული მედიის ცნობით, სქემა ასეთი იყო: ჰაკერულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ФСБ-ს მაღალჩინოსანი სერგეი მიხაილოვი, რომელიც „კასპერსკის ლაბორატორიის“ ერთერთ წამყვან თანამდებობის პირ რუსლან სტოიანოვსა და დოკუჩაევთან ერთად მოიპოვებდა მაღალჩინოსნების პირად ინფორმაციას და მას «Шалтай-Болтай»-ს მეშვეობით ავრცელებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42